NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებს

საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის წარმატებულ ურთიერთობებს

08 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 631 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს საიუბილეო სხდომის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრთან ანდრეი გალბურთან.

მოლდოვას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს სუამ-ის საიუბილეო მინისტერიალის ორგანიზებისთვის, რომლის ფარგლებშიც მინისტრებს საშუალება მიეცემათ შეაჯამონ ორგანიზაციის განვლილი საქმიანობა და იმსჯელონ სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველო-მოლდოვას თანამშრომლობას ორმხრივ ფორმატში. აღინიშნა არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რაც მინისტრების შეფასებით კარგ საფუძველს ქმნის სექტორული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას, ამ კუთხით  განიხილეს  მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესაძლებლობა საქართველოში.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-მოლდოვას პარტნიორულ თანამშრომლობას საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს და ორი ქვეყნის პარტნიორობას ამ მიმართულებით, მათ შორის განხილულ იქნა ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის მოსამზადებელი საკითხები.

საქართველო როგორც სუამის თავმჯდომარე ქვეყანა დღეს თბილისში ​მასპინძლობს სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალურ სხდომას, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება.

კომენტარები

სუამი 2017-10-08
Tags სუამი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფმა, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით შვეიცარიაში ვიზიტი დაასრულა

შემდეგი სტატია

ათასობით პოლონელმა ქვეყნის საზღვარზე ერთად ილოცა

მსგავსი სტატიები

პარლამენტის წევრები მზად არიან ხელი შეუწყონ ახალგაზრდა მკვლევარებს „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების” პროექტის განხორციელებაში

პარლამენტის წევრები მზად არიან ხელი შეუწყონ ახალგაზრდა მკვლევარებს „მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების” პროექტის განხორციელებაში

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018
ან ვირჩევთ ივანიშვილის რუსულ ჭაობს, ან ვირჩევთ საქართველოს ევროპულ განვითარებას

ან ვირჩევთ ივანიშვილის რუსულ ჭაობს, ან ვირჩევთ საქართველოს ევროპულ განვითარებას

ირაკლი შალიკაშვილი 24 სექ 2021
„საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს“

„საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს“

23 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

    აქ. ახლა თიბისის ციფრული ბანკი შენს ხელშია

  • დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

    დავით ჭიჭინაძე: ოპოზიციამ, ვისაც რეალურად უნდა, რომ ეს მთავრობა გადადგეს და სახალხო მთავრობა შეიქმნას…

  • რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

    რუსულ არმიას ერთი ამოცანა აქვს – ხალხი დააშინოს და მათ სიცოცხლე წაართვას მათ

  • ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

    ალექსეი არესტოვიჩი: სერგეი შოიგუმ საჯაროდ მოატყუა ვლადიმერ პუტინი

  • უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

    უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის შედეგად 346 ბავშვია მოკლული

  • დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

    დაზარალებული ჟურნალისტები 5 ივლისს იხსენებენ (ვიდეო)

  • საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

    საბერძნეთში 48 წლის ქართველი ქალი, “ობობა” დააკავეს

  • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

    ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს და მათთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“ ამოძრავებთ რადიკალურად განსხვავებული ინტერესი

  • კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

    კობახიძე: თეორიულად რომ დავუშვათ, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი

  • სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

    სალომე ზურაბიშვილი: …საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge