NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»თბილისში სუამი-ს დაფუძნების 20 წლისთავი აღინიშნება

თბილისში სუამი-ს დაფუძნების 20 წლისთავი აღინიშნება

08 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი 579 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

 

2017 წლის 8 ოქტომბერს, თბილისში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა გაიმართება.

სხდომა სუამის დაფუძნებიდან მე-20 წლისთავს ეძღვნება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, გენერალური მდივნის ალთაი ეფენდიევის ხელმძღვანელობით, თბილისს სუამის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უმასპინძლებს.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი.

სპეციალური სხდომის ფარგლებში, ხელი მოეწერება სუამის საგარეო საქმეთა მინისტრთა ერთობლივ კომუნიკეს. სხდომის დასასრულს იგეგმება ერთობლივი პრეს-კონფერენციის გამართვა, სადაც განცხადებებს გააკეთებენ ორგანიზაციის ოთხივე წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.

ვიზიტის ფარგლებში, სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს წევრები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.

დღის ბოლოს, სუამის დელეგაციის წევრები „თბილისობის” დღესასწაულშიც მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველო სუამის თავმჯდომარე ქვეყანაა. საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტი საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და მოლდოვას შორის დინამიური და პროდუქტიული თანამშრომლობის უზრუნველყოფაა.​

კომენტარები

სუამი 2017-10-08
Tags სუამი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შემდეგი სტატია

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს

მსგავსი სტატიები

აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო

აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო

30 აგვ 2017
უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის ახალი მექანიზმი შეიქმნა

უცხოეთიდან საქართველოში მობილობის წესით გადმოსვლის ახალი მექანიზმი შეიქმნა

31 აგვ 2018

ანტიკორუფციულმა სააგენტომ  ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავა

სოსო ელისაშვილი 12 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge