NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თბილისობის დღესასწაულზე საქართველოსა და გერმანიის სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა

თბილისობის დღესასწაულზე საქართველოსა და გერმანიის სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა

08 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 657 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თბილისობის დღესასწაულზე გამართულ თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი და გერმანიის სახმელეთო ჯარების ორკესტრების ერთობლივ კონცერტს დაესწრო.
ევროპის მოედანზე, სადაც, „თბილისობა 2017“-ის ფარგლებში, სამხედრო ორკესტრების კონცერტი გაიმართა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, უწყების ოფიციალური პირები და მათი ოჯახის წევრები, ასევე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდნენ.

კონცერტი გერმანელი სამხედრო მუსიკოსების მარშით დაიწყო, შესრულდა საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნები. ქართველმა და გერმანელმა კოლეგებმა საორკესტრო და ჯაზ-კომპოზიციები მონაცვლეობით შეასრულეს. ღონისძიების კულმინაცია კი, მათ მიერ რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ ერთობლივი შესრულება იყო; რის შემდეგაც, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები და თბილისის მერი სცენაზე ავიდნენ და ორკესტრების წევრებს წარმოდგენისათვის მადლობა გადაუხადეს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და გერმანიის სამხედრო ორკესტრების ერთობლივი კონცერტის ორგანიზება სიმბოლურია, რადგან წელს საქართველოს სამხედრო ორკესტრს 25 წელი შეუსრულდა და ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი აღინიშნება. მან საქართველო-გერმანიას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და გერმანელი სამხედრო მუსიკოსების თბილისობის ღონისძიებაში მონაწილეობა დადებითად შეაფასა. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს მოსახლეობასა და დედაქალაქის სტუმრებს თბილისობა კიდევ ერთხელ მიულოცა.

ქართველი და გერმანელი სამხედრო მუსიკოსების კონცერტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი, გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოსებ ნოლტე, ასევე თბილისობაზე მოსული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

მოგვიანებით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა მეტეხის ხიდზე გამართული ავტომობილების გამოფენა დაათვალიერეს.

კომენტარები

გერმანია დავით ნარმანია თბილისობა 2017 კონცერტი ლევან იზორია ორკესტრი სამხედრო სამხედრო ორკესტრები საქართველო 2017-10-08
Tags გერმანია დავით ნარმანია თბილისობა 2017 კონცერტი ლევან იზორია ორკესტრი სამხედრო სამხედრო ორკესტრები საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პოლიციამ თელავის ინციდენტში ეჭვმიტანილის ჩხრეკისას სათამაშო იარაღი ამოიღო

შემდეგი სტატია

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე ითამაშებს

მსგავსი სტატიები

ხათუნა ლაგაზიძე: …ამიტომ კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე იქნება გაცილებით დიდი, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე

ხათუნა ლაგაზიძე: …ამიტომ კახა კალაძის გავლენა მომავალ პარლამენტზე იქნება გაცილებით დიდი, ვიდრე ის იყო მე-9 მოწვევის პარლამენტზე

ნინო ჩხეიძე 02 ოქტ 2020
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღების პროცესი გრძელდება

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში პირველი მოსავლის აღების პროცესი გრძელდება

23 სექ 2017
უარვყოფთ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს

უარვყოფთ ორკესტრირებული შავი პიარის ავტორების მიერ შეთითხნილ ბრალდებებსა და შეგნებულად დამახინჯებულ ფაქტებს

09 იან 2019

უახლესი ამბები

  • გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

    გია ცაგარეიშვილი: ადამიანები, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძისნაირ ავაზაკებში ფულს დებენ…

  • ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

    ყაველაშვილი: რუსეთს თუ ომი უნდა, ხელს ვინ შეუშლის?! ბანერები (წარწერით „ომი რუსეთს უნდა და არა დასავლეთს“) არ მომეწონა

  • გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

    გიგა ბოკერია უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილზე: დარწმუნებული ვარ, პირადად ივანიშვილის ნაკარნახევია, ნაწერზე ეტყობა

  • Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

    Reuters: კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა

  • ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

    ევროკომისია: რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

  • სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

    სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

  • ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

    ზურაბ ჯაფარიძე: ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს

  • ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

    ზელენსკი: თუ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ჩერნობილის კატასტროფის და მისი სრული შედეგების დამალვას, ახლა რუსეთის ხელისუფლებაა ბევრად უფრო ცინიკური და საშიში

  • იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

    იონათამიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ისტორიული კრიმინალი

  • იონათამიშვილი: დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია, ვვარაუდობ, ასეთივე რეაქცია ექნება საზოგადოებასაც – აუცილებელია ჩვენმა გუნდმა იმსჯელოს

    იონათამიშვილი: დეპუტატების წერილში შოკისმომგვრელი ფაქტები და დასკვნებია, ვვარაუდობ, ასეთივე რეაქცია ექნება საზოგადოებასაც – აუცილებელია ჩვენმა გუნდმა იმსჯელოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge