NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საგარეო უწყება ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურის სასამართლოს გაჭიანურების მიზეზებს ხსნის

საგარეო უწყება ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურის სასამართლოს გაჭიანურების მიზეზებს ხსნის

07 ოქტ 2017 ახალი ამბები 707 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის, სოსლან კაკაბაძის სასამართლო ლიბიაში არსებული შეტაკებების გამო ჭიანურდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენელი გრიგოლ მაღრაქველიძე აცხადებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მაღრაქველიძის განმარტებით, 2015 წლის აგვისტოში, მეზღვაურ სოსლან კაკაბაძის სასამართლო იმ მოტივით ჭიანურდება, რომ შეტაკებების გამო, ციხიდან პატიმრის სასამართლოში გადაყვანა საფრთხეს შეიცავს.

„საფრთხიდან გამომდინარე, ლიბიური მხარე თავის თავზე ვერ იღებს პატიმრების ტრანსპორტირებას, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. სოსლან კაკაბაძის მონახულება რამდენჯერმე მოხდა. უნგრეთის საელჩოს ვთხოვეთ დახმარება და მათი წარმომადგენლები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სოსლან კაკაბაძესთან. დაკავებულს მიაწოდეს პირველადი მოხმარების ნივთები, მოთხოვნის შესაბამისად და მას ყავს ადვოკატი. ეკიპაჟის წევრებს, მათ შორის კაკაბაძეს ბრალი ედებათ ნავთობის კონტრაბანდაში”, – განაცხადა გრიგოლ მაღრაქველიძემ.

რაც შეეხება კიდევ სამ ქართველ მეზღვაურს, რომლებიც მიმდინარე წლის აგვისტოში დააკავეს ეკიპაჟის თურქ წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სასამართლო მათ შემთხვევაშიც შეტაკებების გამო არ ტარდება.

“თურქულ მხარესთან გაიმართა შეხვედრა. ეკიპაჟის დაკავებული 11 წევრიდან 5 თურქეთის მოქალაქე იყო. თურქულ მხარეს მივმართეთ თხოვნით, რომ მოინახულონ ჩვენი მოქალაქეები და გაგვიწიონ დახმარება საკონსულო დაცვის საკითხებში. თურქულმა მხარემ დრო ითხოვა”, – განაცხადა გრიგოლ მაღრაქველიძემ.

2015 წელს დაკავებული მეზღვაურის, სოსლან კაკაბაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ლიბიაში დაკავებული მეზღვაური მძიმე საპატიმრო პირობებშია. რაც შეეხება მიმდინარე წელს დაკავებულ მეზღვაურებს, ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს.

კომენტარები

2017-10-07
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

“მაგიდაზე”

შემდეგი სტატია

ნეიმარმა უეფა-ს “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვა მოთხოვა

მსგავსი სტატიები

ასტრონომებმა ურანის ორბიტაზე კატასტროფის ვადა განსაზღვრეს

05 სექ 2017
სმარტფონის აპლიკაციამ აშშ-ს საიდუმლო ბაზები გამოავლინა

სმარტფონის აპლიკაციამ აშშ-ს საიდუმლო ბაზები გამოავლინა

29 იან 2018
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას, მხარი დაუჭირა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას, მხარი დაუჭირა

19 ივნ 2018

უახლესი ამბები

  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

    ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოკლული ერთი პირის ვინაობა

  • ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

    ბრიტანული დაზვერვა: ვალერი გერასიმოვს დონბასის სრული ოკუპაციის გეგმა ჩაუვარდა

  • მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

    მარია ზახაროვა: ეს თემა არის როგორც მოსკოვში, ასევე ერევანში მაღალ დონეზე განხილვის საგანი

  • რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

    რო­მის პაპი ფრან­ცის­კე: არ შემ­ში­ნე­ბია. ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი ვარ

  • მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

    მედია: კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შეუკვეთა სუში, სასმელი და ცეცხლი გააჩინა (ვიდეო)

  • ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

    ალექსანდრე თვალჭრელიძე: პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა …

  • TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

    TikTok-ის აპლიკაციის სამსახურებრივ მობილურ ტელეფონებში გამოყენება ნატო-ში დასაქმებულ პირებსაც აეკრძალათ

  • გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

    გიორგი ბოტკოველი: სალომე ზურაბიშვილს შეუძლია პოლარიზების დასრულება ქვეყანაში, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებით

  • წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

  • დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

    დაარღვევს თუ არა უელსის პრინცესა სამეფო ტრადიციას

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge