NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»Wizzair-ი ქუთაისიდან რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღას მიმართულებით იფრენს

Wizzair-ი ქუთაისიდან რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღას მიმართულებით იფრენს

06 ოქტ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 743 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა – ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს, – ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს.

რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.

Wizzair-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.

დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის ქუთაისი ხდება რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით – ასე შეაფასა Wizzair-ის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„კომპანიაWizzair-ის ბოლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გასამმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქუთაისის აეროპორტიდან Wizzair-ის სერვისით სარგებლობს. განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის მხრიდან, როგორც შემოყვანილი, ისე გაყვანილი ტურისტების რაოდენობა. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაამატოს ერთი თვითმფრინავი ქუთაისის ბაზას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და 2018 წლის მაისიდან ემატება ოთხი ახალი მიმართულება – რომი, პარიზი, ბარსელონა და პრაღა. ჯამში გვექნება 16 მიმართულება 11 ევროპულ ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოში ტურისტების შემოყვანისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლის მეორე კვარტლისთვის უკვე მზად იქნება ქუთაისის აეროპორტთან მატარებლის მისასვლელი ბილიკი და ასევე დავიწყეთ ტერმინალის გაფართოების სამშენებლო სამუშაოები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობა აპრილიდან, საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში დაიწყო, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გაიმართა.

„აპრილში, პრემიერ-მინისტრის ორგანიზებით ჩატარდა ქართულ-უნგრული ბიზნესფორუმი, რომლის ფარგლებშიცჩვენ განვიხილეთ საქართველოსთან კავშირის გაფართოების გზები; ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლებაჩამოვიყვანოთ მეტი ტურისტი აქ და როგორ უნდა გაიზარდოს ქართველ მოგზაურთა რაოდენობასაზღვარგარეთ. დღეს მე დავბრუნდი პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად, რათა გვესაუბრა მიღწეულ პროგრესზედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე, 2018 წლის მაისიდან კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავის დამატების შესახებ,რომლის მეშვეობით ფრენები კიდევ 4 მიმართულებით განხორციელდება. რეისები შესრულდება ევროპის 2უდიდესი დედაქალაქის – პარიზისა და რომის მიმართულებით; გარდა ამისა, დავამატებთ ფრენას ძალიანპოპულარული მიმართულებებით – ბარსელონასა და პრაღაში. ამოქმედდება ოთხი ახალი რეისი და ქუთაისისაეროპორტიდან იფრენს მეორე სამგზავრო თვითმფრინავი, ასევე გაიზრდება შიდა ტურიზმის შესაძლებლობა”, – განაცხადა Wizzair-ის კომერციულმა დირექტორმა.

კომენტარები

ბარსელონა თვითმფრინავი მიმართულ;ება პარიზი პრაღა რომი 2017-10-06
Tags ბარსელონა თვითმფრინავი მიმართულ;ება პარიზი პრაღა რომი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი ჩატარდება

შემდეგი სტატია

თავდაცვის მინისტრი ლიტვის შეიარაღებული ძალების უფროსს შეხვდა

მსგავსი სტატიები

ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სწრაფად ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას – სტოლტენბერგი ქაბულში მომხდარ ტერაქტზე

ჩვენი პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სწრაფად ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას – სტოლტენბერგი ქაბულში მომხდარ ტერაქტზე

ირაკლი შალიკაშვილი 27 აგვ 2021
ჭიაბერაშვილი: „ქართულ ოცნებას“ არ სურს, ხალხს ცხოვრება გაუიაფოს

ჭიაბერაშვილი: „ქართულ ოცნებას“ არ სურს, ხალხს ცხოვრება გაუიაფოს

24 თებ 2018

ელექტრომომარაგება 23 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება

სოსო ელისაშვილი 23 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

    მედია: ევროკომისია შეთავაზებით გამოდის, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

  • ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

    ისტორიკოსი იულონ გაგოშიძე ეროვნული მუზეუმის შენობაში არ შეუშვეს

  • ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

    ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ

  • უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

    უსუფაშვილმა ივანიშვილს პარლამენტიდან მიმართა: არ ვიცი როდის მოხვალთ იმ აზრზე, რომ …

  • ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

    ირაკლი კობახიძე: მესამე საათია პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის

  • ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

    ნიკოლოზ წულუკიძე 26 მაისს ეთერს დაუბრუნდება

  • სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

    სალომე სამადაშვილი: 750 დეპუტატია ევროპარლამენტში, აქედან 10 არის დაინტერესებული ჩვენი ქვეყნით და ყველა მათგანი მტრად გამოაცხადეთ

  • ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

    ვაშაძე: დღეს ნახავთ, როგორ დაიჭერს ირაკლი კობახიძე ბნელ ოთახში კატას, მიუხედავად იმისა, რომ კატა იქ არ არის

  • გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

    გიორგი გახარია: კობახიძე კი არა, მამაზეციერიც ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას საქართველომ ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან რომ გაუშვას

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

    ვოლოდიმირ ზელენსკი: საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან გაიმართება მოლაპარაკებები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge