NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»TI: საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან

TI: საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან

06 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1009 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ თბილისის მუნიციპალიტეტის მე-5 მოწვევის საკრებულოს სამწლიან საქმიანობას აფასებს ანგარიშში, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმaცია საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტების, მათშორის მუნიციპალური ქონების გადაცემის თაობაზე, საკრებულოს თანამდებობის პირთა ბიზნესთან კავშირებზე, საკრებულოს წევრთა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობაზე, საკრებულოს მიერ კონტროლის ფუნქციის განხორციელებასა დაინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.

ანგარიშის ძირითადი მიგნებები:

დადებითი ტენდენციები

თბილისის მუნიციპალიტეტის V მოწვევის საკრებულოში:

  • ჩატარდა საკრებულოს 200 სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო არ ჩაშლილა საკრებულოს არცერთი სხდომა;
  • მიღებულია 419 დადგენილება და 1 570 განკარგულება;
  • დამტკიცდა სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი: გენდერული, გარემოსდაცვითი და მარკეტინგის სტრატეგიები;
  • დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა;
  • საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები, უმეტეს შემთხვევებში, საკრებულოს მოთხოვნით ესწრებოდნენ საკრებულოს სხდომებს. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ოპოზიციის მიწვევით ისინი არ ცხადდებოდნენ სხდომებზე.

პრობლემური ტენდენციები

საკრებულოს თანამდებობის პირთა ბიზნესთან კავშირები

  • საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან;
  • პრობლემურია საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ არადეკლარირებული ბიზნეს წილები, რაც დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევას წარმოადგენს და შესაძლოა, დაჯარიმებას დაექვემდებაროს.
  • წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს 5 თანამდებობის პირს: გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება – მრეწველები), გიორგი ახვლედიანი (ფრაქცია თბილისელები), გიორგი მუსხელიშვილი (ფრაქცია თბილისელები), ლია ჯახველაძე (თბილისელები), გულიკო ზუმბაძე.
  • არასრულად არის დეკლარირებული საკრებულოს 2 თანამდებობის პირის წილის საკუთრება: ვლადიმერ ძნელაძე (ქართული ოცნება-მრეწველები), ლევან დარახველიძე (ქართული ოცნება – მრეწველები).
  • კომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელობა (დირექტორი) საკრებულოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, დირექტორად რეგისტრირებულია საკრებულოს 3 თანამდებობის პირი: გიორგი ტყემალაძე (ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველები), ლევან დარახველიძე (ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველები) ლია ჯახველაძე (ფრაქცია თბილისელები).

მუნიციპალური ქონების გადაცემა

  • საკრებულომ თბილისის მთავრობას 58 შემთხვევაში მისცა თანხმობა ფიზიკური პირის ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ქონების გადაცემის თაობაზე;
  • საანაგარიშო პერიოდში საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ თბილისის მერიას ეკლესიისთვის საერთო ჯამში 183,414.00 კვ.მ. მიწის ფართობის გადაცემაზე. საპრივატიზაციო პირობა უმეტეს შემთხვევაში არის ეკლესიის აშენება, ასევე სკვერის მოწყობა, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, გამწვანება და კეთილმოწყობა. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელ ეკლესიას:
  • უძრავი ქონება პირდაპირი განკარგვის ფორმით გადაეცა – 28 შემთხვევაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად

გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაბალი ხარისხი

  • საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია პროაქტიულად არ ქვეყნდება (მათ შორის, კონტროლის მიზნით ანგარიშვალდებული პირებისათვის გაგზავნილი შეკითხვები). ცალკეული კომპონენტების  (წარდგენილი ინიციატივები; სიტყვით გამოსვლის, სხდომებში მონაწილეობის სტატისტიკა) მიხედვით საკრებულოს წევრთა შეფასება შეუძლებელი გახდა, რადგან საკრებულომ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
  • გაუმჯობესებას საჭიროებს საკრებულოს მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება.
  • ოპოზიციის მოთხოვნით რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშის წარდგენის მიზნით დედაქალაქის მერი არ წარსდგა საკრებულოს წინაშე.

როგორც არასამთავრობოს ანგარიშშ წერია, მნიშვნელოვანია მომდევნო მოწვევის საკრებულოში გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მათ შორის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, იყოს უფრო ღია, გამჭვირვალე და დასაბუთებული, ხოლო საკრებულო მეტად ეფექტურად იყენებდეს კანონმდებლობითგანსაზღვრულ კონტროლის მექანიზმებს.

კომენტარები

თბილისის საკრებულო საერთაშორისო გამჭვირვალობა საკრებულო 2017-10-06
Tags თბილისის საკრებულო საერთაშორისო გამჭვირვალობა საკრებულო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ლანჩხუთის გამგებლის წარმომადგენლის კაბინეტში „ქართული ოცნების“ დროშის დაფიქსირების გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა

შემდეგი სტატია

„არცერთ სამეწარმეო საქმიანობას მე არ ვეწევი“

მსგავსი სტატიები

პარლამენტი 2019 წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს

08 ნოე 2018
გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს

გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს

ირაკლი შალიკაშვილი 11 მარ 2021

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

10 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ამანი, იორდანია –  სამეფო ქორწილი (ვიდეო)

    ამანი, იორდანია – სამეფო ქორწილი (ვიდეო)

  • ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

    ახალციხეში, ყირიმ–კონგოს ცხელებით ექიმი გარდაიცვალა

  • ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

    ფილმები, რომლებიც ზაფხულში აუცილებლად უნდა ნახოთ

  • დღე ისტორიაში – 4 ივნისი

    დღე ისტორიაში – 4 ივნისი

  • რანინა –  სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“  (ვიდეო)

    რანინა – სოსო ჩაჩუა – „სომხური შალახო“ (ვიდეო)

  • გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

    გიორგი კირთაძე: „Говорит Москва” – ამ წარწერის გამო ბათუმში აქციის მონაწილეები დააკავეს

  • ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

    ნიკა გვარამიას მიმართვა: დაივიწყეთ ურთიერთწყენები და შეეშვით წარსულს, საბოლოო გამარჯვება მხოლოდ ასე მოვა

  • ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

    ბესო სოლომანაშვილი: საბჭოთა პასპორტები ამოქექეთ, გადაგიცვლიან თურმე უფასოდ რუსულზე

  • ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

    ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე: 2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge