თბილისის საკრებულოში ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ დღეს ანგარიშს გამოაქვეყნებს. ორგანიზაციის საპარლამენტო მდივნის ლიკა საჯაიას განცხადებით, ანგარიშში მოხვედრილია ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტული პირებისთვის უძრავი ქონების გადაცემას და ასევე საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემას ამ გადაწყვეტილებაზე მერიისთვის.
„ჩვენს ანგარიშში არის მოხვედრილი ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტული პირებისთვის უძრავი ქონების გადაცემას და ასევე საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემას ამ გადაწყვეტილებაზე მერიისთვის. მიზანშეწონილია, რომ მათი გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული, მით უმეტეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება უძრავ ქონებისა და მიწის გადაცემას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს სამი წევრი ფიქსირდება კომპანიის დირექტორად, რაც, რა თქმა უნდა, წარმოადგენს შეუთავსებელ საქმიანობას“,-განაცხადა საჯაიამ.
კომენტარები