მმართველი გუნდი პრეზიდენტის ახალ შეთავაზებას არ იზიარებს და ვეტოს დასაძლევად ემზადება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოტვირებულ შენიშვნებს იმ შემთხვევაში გაითვალისწინებენ, თუ პრეზიდენტი მათ მიერ შეთავაზებულ შენიშვნებს ასახავს.
„არესობს ორადორი საკითხი, რომელზეც პრაქტიკულად საყოველთაო კონსენსუსი არსებობს. თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით იქნება პრეზიდენტის ვეტოში მსჯელობა, ბუნებრივია ჩვენ მას გავიზიარებთ, ხოლო თუ დაემატება მესამე, მეოთხე ან სხვა რაოდენობის ნებისმიერი საკითხი, ჩვენ ვიმსჯელებთ ვეტოს დაძლევაზე, იმიტომ რომ დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის მორჩენილი, კონსტიტუცია არის მიღებული და ის შეფასებულია დადებითად ვენეციის კომისიის მიერ, შესაბამისად პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს ამ პროცესში ან ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოხდება ჩვენი ინიცირებით, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ ეტაპზე“,-განაცხდა მდინარაძემ.
კომენტარები