ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. მოსამართლემ საკმარისად არ მიიჩნია დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, რომელიც აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა.
დაცვის მხარის შესავალი სიტყვის შემდეგ პროცესი 16 ოქტომბრამდე გადაიდო. მომდევნო სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.
კომენტარები