ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საკოსტიტუციო ცვლილებებს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს, მისი თქმით ეს კონსტიტუცია ქართველი ხალხის ცხოვრებას გააუმჯობესებს. ჯანი ბუკიკიო ასევე აღნიშნა, რომ კონსენსუსი აუცილებელი იყო და არ არის კარგი, როდესაც კონსტიტუცია შეთანხმებული და მიღებულია ერთი პარტიის მიერ.
„პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს დრო, დღეს 6 ოქტომბერია, დარჩა 4 დღე, არ ვიცი პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ან უმრავლესობის გეგმები როგირ იქნება, სასწაული შეიძლება მოხდეს. კომისიისთვის, ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუციაზე მუშაობის დროს კონსენსუსი აუცილებელია, ძალიან კარგად ვიცი, რომ ამის მიღწევა რთულია, არ მოგვწონს თუ კონსტიტუცია შეთანხმებული და მიღებულია ერთი პარტიის მიერ. კონსტიტუცია ყველასია, ხალხის კუთვნილებაა, საქართველოს და ქართული საზოგადოების კუთვნილებაა. ვენეციის კომისიას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეგვიძლია და საიტუაციის გაუმჯობესება კი პოლიტიკურ ძალებზეა. ტექსტი და ეს კონსტიტუცია ქართველი ხალხის ცხოვრებას გააუმჯობესებს. სამწუხაროა, რომ კონსენსუსი არ იყო, მოდით გამოვთქვათ იმედი, რომ სასწაული მოხდება“,-განაცხადა ბუკიკიომ.
კომენტარები