NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძე: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება და მეტად განვითარდება

კახა კალაძე: სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები გაგრძელდება და მეტად განვითარდება

06 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 477 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. ჯერ კიდევ რჩება ბევრი ოჯახი, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა ჭირდება, ამიტომ სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება და მეტად განვითარდება“ – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე და ავჭალაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, რათა შემცირდეს სიღარიბის დონე და თბილისში მცხოვრები მეტი მოქალაქე დასაქმდეს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი  ამომრჩეველს  ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისთვის კომპლექსურ ღონისძიებებს სთავაზობს –  სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 7 პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ურბანულ  განვითარებას, სატრანსპორტო საკითხების მოგვარებას, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განვითარებას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხების წინ წამოწევას და გააქტიურებას.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, კახა კალაძემ დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებზე  ხაზი გაუსვა იმ ფართების დაკანონების საკითხს, რომლებშიც ოჯახები ათეულობით წელია ცხოვრობენ.

„ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს, თუმცა მე მჯერა ეს საცხოვრებელი დროებითია და ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

შეხვედრებს ესწრებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარიც, რომლის განცხადებით, წლების განმავლობაში საცხოვრებლით 35 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი არის დაკმაყოფილებული, მათმა ნახევარმა კი ბინები სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღო.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. კახა კალაძე სხვადასხვა უბნებისა და რაიონების მცხოვრებებს თბილისის განვითარების საარჩევნო ხედვას მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად აცნობს.

კომენტარები

კახი კალაძე მერობის კანდიდატები ქართული ოცნება 2017-10-06
Tags კახი კალაძე მერობის კანდიდატები ქართული ოცნება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კოტე მიქაბერიძისადმი მიძღვნილი გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში

შემდეგი სტატია

ნიკო ნიკოლაძის კოშკში არტეფაქტები აღმოაჩინეს

მსგავსი სტატიები

«России-1» წამყვანმა უკრაინელი პოლიტოლოგი სტუდიიდან გააგდო (ვიდეო)

«России-1» წამყვანმა უკრაინელი პოლიტოლოგი სტუდიიდან გააგდო (ვიდეო)

04 დეკ 2018
„როდესაც მეორე ტურის წინ, პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ შეცდომა იყო მისი წარდგენა, ეს არის ფაქტობრივად, კანდიდატის პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასი“

„როდესაც მეორე ტურის წინ, პარტიის გენერალური მდივანი ამბობს, რომ შეცდომა იყო მისი წარდგენა, ეს არის ფაქტობრივად, კანდიდატის პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასი“

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018
„ფრანგი ბარბაროსების“ კლუბი საქართველოშია

„ფრანგი ბარბაროსების“ კლუბი საქართველოშია

29 მაი 2018

უახლესი ამბები

  • ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

    ხათუნა ჟორდანია: რად­გან ბევ­რმა სა­ა­გენ­ტომ გა­ავ­რცე­ლა, დავ­წერ მეც! ჩემი შვი­ლი გა­თხოვ­და უკვე დიდი ხა­ნია

  • კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

    კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი: ეს არ არის სიტუაცია, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს

  • ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

    ნინოწმინდაში თოვლის საწმენდი მატარებელი ავტომობილს დაეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი (ფოტოები)

  • კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

    კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს დააჯარიმეს

  • ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

    ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი: ეპიდემიასთან და პანდემიასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ყოველთვის იყო ვაქცინაცია

  • ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

    ვიღაცეებისთვის ოპოზიციური ერთობა ცხოვრების წესია, ბოდიში რომ განსხვავებულად ვხედავთ საკითხებს

  • „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

    „ნაცმოძრაობამ” და „ევროპულმა საქართველომ” საფრთხე იგრძნეს ახალი ოპოზიციური პარტიებისგან და საპარლამენტო ბოიკოტიც სინამდვილეში მიზნად ამ ახალი პარტიების რეპუტაციულ დაზიანებას ისახავდა

  • ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

    ქვეყანა უნდა გაიხსნას, ყველანაირი ვადა და გამოსაცდელი პერიოდი ამოიწურა

  • ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

    ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან მიმართებით, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს

  • გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

    გიორგი კალანდია: … მაგრამ მაშინაც საღათას ძილით ეძინა საქართველოს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge