NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»ვენეციის კომისიის პლენარული სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დამტკიცდება

ვენეციის კომისიის პლენარული სხდომაზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა დამტკიცდება

06 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 709 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია დღეს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

ვენეციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესსა და მის ძირითად არსზე, ასევე, გაუმჯობესებულ ნორმებსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ისაუბრებს.

„პარლამენტის თავმჯდომარე ისაუბრებს ზოგადად საკონსტიტუციო რეფორმის არსზე, იმ ცვლილებებზე, რომელიც განხორციელდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, იმ გაუმჯობესებულ ნორმებზე, რომელიც დღეს გვაქვს ასახული კონსტიტუციის ახალ პროექტში და ასევე, შეეხება იმ რეკომენდაციებს, რომელიც იქნა ასახული ვენეციის კომისიის მიერ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა, ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა იმ არგუმენტის შესახებაც, რომლის თანახმადაც, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს არ გაიზიარებს.  პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა განმარტა, რომ მმართველი გუნდი ვეტოს მხოლოდ უმრავლესობისა და ვენეციის კომისიის შეთანხმების მიხედვით გაიზიარებდა.

„მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ამ ხნის განმავლობაში, ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლო ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. პრინციპში, პროცესი უკვე დასრულებულია. ერთადერთი, რის ასახვაც ვეტოში შეიძლებოდა, რომლის გაზიარებისთვის უმრავლესობა არის მზად, ეს არის ის შეთანხმება, რომელიც არსებობს უმრავლესობასა და ვენეციის კომისიას შორის, პარლამენტის თავმჯდომარესა და ვენეციის კომისიას შორის. ამიტომ, ზუსტად ამ მოტივებით, ეს ვეტო არ იქნება გაზიარებული”,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

დასკვნა ვენეციის კომისია ნიკოლოზ სამხარაძე საკონსტიტუციო ცვლილებები 2017-10-06
Tags დასკვნა ვენეციის კომისია ნიკოლოზ სამხარაძე საკონსტიტუციო ცვლილებები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

რატომ არ უნდა ვანდოთ ბავშვი მამას

შემდეგი სტატია

ელისო კილაძე გიორგი მღებრიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში დავის დაწყებას გეგმავს

მსგავსი სტატიები

„ეს ის შემთხვევაა, როცა არცეთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას“

09 ოქტ 2017

დავით ნარმანია კრწანისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

25 სექ 2017

საყვარელიძე: „მიხეილ სააკაშვილის კარს ამტვრევენ!“

05 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge