„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი დედაქალაქში კაზინოებისა და სლოტკლუბების დახურვაზე საუბრობს. გიორგი გუგავას განცხადებით, სპორტის სასახლესთან, სასწავლო დაწესებულების სიახლოვეს, სათამაშო ბიზნესის წარმოება დაუშვებელია. გუგავას თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხზვევაში კაზინოები ქალაქგარეთ გადაინაცვლებს.
„გასული წლის მონაცემებით სათამაშო ბიზნესმა მოგება ნახა 3 მილიარდი და ეს მოხდა იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც ჩააბეს ამ ყომარბაზულ ქმედებებში, ზოგმა თვითმკვლელობით დაასრულა, ზოგმა უკანასკნელი ქონება გაყიდა ან დააგირავა. გუგავა მოვა, კაზინო წავა ქალაქიდან, დაიხურება და გავა ქალაქგარეთ“,-განაცხადა გუგავამ.
კომენტარები