NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მღებრიშვილი მსოფლიო პოლიციელთა ოლიმპიადაში გამარჯვებულ შსს-ს თანამშრომლებს შეხვდა

მღებრიშვილი მსოფლიო პოლიციელთა ოლიმპიადაში გამარჯვებულ შსს-ს თანამშრომლებს შეხვდა

06 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 959 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ის გამარჯვებულ შსს-ს თანამშრომლებს შეხვდა და წარმატება მიულოცა. შს მინისტრმა ქართველი სპორტსმენი პოლიციელები სამინისტროს მედალიონებით – „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.

„დღეს მე შსს-ს ის თანამშრომლები დავაჯილდოვე, რომლებმაც „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე“ 6 ოქროსა და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ისინი საუკეთესოები აღმოჩნდნენ მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის ათასობით მონაწილეს შორის, ასახელეს საქართველო და მისი პოლიცია.

მჯერა, რომ ჩვენი სპორტსმენი პოლიციელები კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ თავიანთი წარმატებებით. მათი მიღწევები ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, რომელსაც შსს-ს ყოველთვის აქტიურად მხარს უჭერს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

საქართველოს შს სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 11 თანამშრომელმა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა 2017“-ზე სპორტის 5 სახეობაში იასპარეზა და 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ოქროსმედალოსნები: თავისუფალი სტილით ჭიდაობა – იოსებ ხუციშვილი, ლუკა კურტანიძე და ბელდუხ გავაშელიშვილი, ძალოსნობა – ლევან გილიგაშვილი და ვასილ მინდორაშვილი, ცურვა – გიორგი სამარღანიშვილი.

ვერცხლისმედალოსნები: ცურვა – გიორგი ბერძენიშვილი (4 ვერცხლის მედალი), კრივი – ედუარდ იმერლიშვილი, ძალოსნობა – კობა კობახიძე, ძიუდო – ნოდარ მჭედლიშვილი და ალექსი დავითაშვილი.

აღნიშნული სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.

„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადა“ ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი, ასევე, მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს.

კომენტარები

გიორგი მღებრილ;შვილი დააჯილდოვა ვერცხლის მედალი ოქროს მედალი სპორტსმენები შინაგან საქმეთა მინსიტრი შინაგან საქმეთა სამინსიტო შს მინისტრი შსს 2017-10-06
Tags გიორგი მღებრილ;შვილი დააჯილდოვა ვერცხლის მედალი ოქროს მედალი სპორტსმენები შინაგან საქმეთა მინსიტრი შინაგან საქმეთა სამინსიტო შს მინისტრი შსს
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ქეით უინსლეტი და ჯასტინ ტიმბერლეიკი – ფილმში Wonder Wheel

შემდეგი სტატია

კუმურდოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საპატრიარქოს ვებგვერდზე მიმართვა გავრცელდა

მსგავსი სტატიები

31 აგვისტოს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

30 აგვ 2017
გიორგი გახარია: მილიონჯერ მითქვამს  და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ

გიორგი გახარია: მილიონჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შენს ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ

ნინო ჩხეიძე 08 აგვ 2022
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია

ნინო ჩხეიძე 26 სექ 2021

უახლესი ამბები

  • „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

    „ქართული ოცნება“ ქვეყნის მასშტაბით 73 პარტიულ კონფერენციას გამართავს

  • ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

    ლეგენდებისა და გადმოცემების მიხედვით შექმნილი ფილმები

  • უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

    უცნობი და საინტერესო ფაქტები ნარინჯისფერის შესახებ

  • მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

    მირიან კიკნაძის პერსონალურ გამოფენას – “თბილისი და არა მარტო” გალერეა “ვანდა” უმასპინძლებს

  • აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

    აშშ-ში, ქალაქ ნეშვილში მდებარე კერძო სკოლაში 3 ბავშვი და საგანმანათლებლო დაწესებულების 3 თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

  • ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

    ბაჩო დოლიძე: 9 აპრილს აქციის დაანონსება შეცდომა იყო, ვიწრო, პიარული აქციებისთვის სხვა თარიღებზე ჯობია ფიქრი

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

    ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმა გადადო

  • პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

    პრეზიდენტი: უნდა გრცხვენოდეთ!

  • საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

    საყოველთაო გაფიცვის გამო, ისრაელის საელჩო საქართველოში დაკეტილია

  • თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

    თეა წულუკიანი: მინდა, მივუსამძიმრო მათ, მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას. არჩევნების მერე ალბათ მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება, მქონდეს სათქმელი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge