NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»2018 წლის პირველი იანვრიდან 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსს დაკარგავს

2018 წლის პირველი იანვრიდან 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსს დაკარგავს

05 ოქტ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 976 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 4 ოქტომბრის N5 დადგენილებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტას, ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას, რომლის ავერსზე დატანილია – გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი “50” და წარწერა – “თეთრი”, რევერსზე – ბორჯღალი, ციფრები წარწერები: “საქართველოს რესპუბლიკა”, “REPUBLIC OF GEORGIA”.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება.

2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში. (მისამართი: თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი 72).

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2006 წლიდან მიმოქცევაში გაუშვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დამზადებული და ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული 50 თეთრის ნომინალის ახალი მონეტა, რომელიც წარმატებით დამკვიდრდა მიმოქცევაში.

2006 წლის გამოშვების ვერცხლისფერი მონეტა შედგება სპილენძ-ნიკელისაგან და მისი დიამეტრი 24 მმ-ი, ხოლო წონა 6,5 გ-ია ავერსზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, წარწერა „საქართველო“ და გამოშვების წელი “2006”, ხოლო რევერსზე – ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი “50” და წარწერა “თეთრი”.

გაყალბებისგან დაცვის თვალსაზრით მონეტის ორივე მხარეს მიკროელემენტის სახით დატანილია ძველი კოლხური თეთრის ანალოგი – ლომის თავის გამოსახულება, ხოლო მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრულია ქართულ-ინგლისური წარწერა “საქართველო Georgia” და ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

 

კომენტარები

50 თეთრი ეროვნული ბანკი ვერცხლისფერი ოქროსფერი 2017-10-05
Tags 50 თეთრი ეროვნული ბანკი ვერცხლისფერი ოქროსფერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბუნებრივად უცნაური ფორმები

შემდეგი სტატია

​საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები (PSC) ეწვევიან

მსგავსი სტატიები

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტი – თავდასხმის თვითმხილველები გამოიკითხნენ

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონის ცემის ფაქტი – თავდასხმის თვითმხილველები გამოიკითხნენ

21 იან 2019
„ბადაგონის“ დამფუძნებელი: ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბეჟუაშვილთან

„ბადაგონის“ დამფუძნებელი: ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბეჟუაშვილთან

07 თებ 2018
თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

სოსო ელისაშვილი 04 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

    გიორგი რუხაძე აშშ-ის საელჩოში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამოქალაქო დაპირისპირება სხვანაირად არ იწყება, ასე იწყება, ეს ნამდვილად სახიფათოა

  • ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

    ლაშა ბუღაძე: ომი ოცნებას უნდა. ომი ყველასთან!

  • მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

    მამუკა მდინარაძე: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge