თბილისის პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის კიდევ ერთ ადვოკატს გიორგი ფანცულაიას ელოდებიან. გიორგი ფანცულაია ჩვენებების გასაჯაროვების საქმეზე მოწმის სტატუსით არის დაბარებული. ფანცულაიას თქმით, ის არ აპირებს ჩვენების მიცემას.
„საერთოდ არანაირი ინფორმაციის მიწოდებას არ ვაპირებ, საერთოდ არ ვაპირებ ჩვენების მიცემას მათთვის. გავაკეთე განცხადება, რომ არ ვაპირებ იმიტომ, რომ ეს არ არის რეალური გამოძიება, ეს არის დადგმული სპქტაკლი. წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ჯარჯი წიკლაური, დაკითხული და რეალური გამოძიება უნდა იყოს დაწყებული ყველა პროკურორის წინააღმდეგ, ვისაც საქმის მასალები მოეპოვება, ყველა გამომძიებლის წინააღმდეგ, ბესკი ბუგიანიშვილის წინააღმდეგ, სასამართლოს ტექნიკური თანამშრომლების წინააღმდეგ, მაგრამ ვინაიდან ეს აქცენტი არის მხოლოდ ჩვენზე, სამ ადვოკატზე, შეიძლება მომდევნო სამიც დაიბარონ, ეს პირდაპირ გვაფიქრებინებს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ გაგვაჩერონ“,-განაცხადა ფანცულაიამ.
კომენტარები