NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»პრემიერი გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

პრემიერი გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

05 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 347 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველო-გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს წვლილთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და მომზადების დონეს. მისი შეფასებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი და ეფექტური საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია მთლიანად კოალიციისთვის.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები. შეხვედრისას ხაზი გაესვა გერმანიის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც თავდაცვის სფეროში, ისე – სხვა მიმართულებებით.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და ლოგისტიკის სფეროში გერმანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

პრემიერმა ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულია ყველა იმ რეფორმის განხორციელების პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

 

კომენტარები

გერმანია გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი 2017-10-05
Tags გერმანია გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ყველაზე დასამახსოვრებელი საძინებლები კლასიკური ფილმებიდან

შემდეგი სტატია

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო სარგებლობს კანადის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერით

მსგავსი სტატიები

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ – ფორუმი პრემიერ-მინისტრმა გახსნა

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ – ფორუმი პრემიერ-მინისტრმა გახსნა

29 მარ 2019
„ახალგაზრდობას ვეღარ ვაჩერებ, მეშინია, რაღაც უბედურება არ მოხდეს“

„ახალგაზრდობას ვეღარ ვაჩერებ, მეშინია, რაღაც უბედურება არ მოხდეს“

26 თებ 2018
ჩემთვის მოლაპარაკების ალტერნატივა არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე მე არასოდეს ვიქნები

ჩემთვის მოლაპარაკების ალტერნატივა არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე მე არასოდეს ვიქნები

ირაკლი შალიკაშვილი 18 დეკ 2020

უახლესი ამბები

  • თბილისის მერი უცხოეთში იმყოფება

    თბილისის მერი უცხოეთში იმყოფება

  • “ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

    “ცალსახად მხარეა და არ გამოვა მისგან გამაერთიანებელი”

  • ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

    ლილი ფოფხაძე – მავნე ყვავილი

  • კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

    კახა კალაძე: ვულოცავ ლაშა ტალახაძეს და ქართველ გულშემატკივრებს

  • “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

    “ყველა ფრთხილად უნდა იყოს, რა გაუკეთებიათ ცხოვრებაში ისეთი, რომ პატრიარქს ებრძვიან”

  • იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

    იაგო ხვიჩია: არსებობს მოარული ჭორი, რომ ამ კვირას რაღაც მოხდება. შესაძლებელია, მოლაპარაკების პროცესიც მიმდინარეობდეს ხელისუფლებასთან …

  •  ამირან გამყრელიძე:  საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

     ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

    „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო კარვების ტერიტორიიდან რიონში მამაკაცი ჩავარდა

  • ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

    ლილი ფოფხაძე – საჭესთან სხვები სხედან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge