პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვენეციის კომისიის სხდომაზე დასასწრებად იტალიაში გაემგზავრა. ანა დოლიძე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს, მას ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრბი ვენეციის კომისიის წევრებთან.
„კომისიის განსაკუთრებული სურვილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იყოს თანხმობით და კონსენსუსით და არ დარჩეს ერთპარტიულ დოკუმენტად. შესაბამისად, პლენარული სხდომა, სადაც საბოლოო დასკვნას მიიღებს ვენეციის კომისია ამ ცვლილებებზე, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მე მაქვს გამოსვლა პლენარული სხდომის წინაშე, ასევე მრავალი შეხვედრა კომისიის წევრებთან“,-განაცხადა დოლიძემ.
ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტი ვეტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დათქმულ ვადებში მიიღებს.
„პრეზიდენტს აქვს ათი სამუშაო დღე იმისათვის, რომ მოამზადოს საკუთარი ვეტო, საბოლოო ჯამში, ამ კვირის ბოლოს ბუნებრივია, ჩამოყალიბდება პრეზიდენტი იმაზე თუ რა იქნება ვეტოს დოკუმენტში, როგორი იქნება ის და კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება იგი“,-განაცხადა დოლიძემ.
კომენტარები