საქართველოს დამსახურებული არტისტი მარინა ჯანაშია მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სცენას დაუბრუნდა. ინფორმაცია ამის შესახებ მისი „ფეისბუქ“ გვერდზე წერია.
„რა ბედნიერებაა თეატრი, რა ბედნიერებაა ამდენი ხნის პერიპეტიის შემდეგ დაბრუნება.. ასეთი დიდი სიყვარულის საბურველში გახვევა. ამისთვის მართლაც ღირს ცხოვრება.
მაშინაც კი, როდესაც აღარაფრის იმედი იყო, ჩემი გონება თეატრში ტრიალებდა.“ – მარინა ჯანაშია.
კომენტარები