NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძე კომპანი GWP-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

კახა კალაძე კომპანი GWP-ის ხელმძღვანელობას შეხვდა

05 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 905 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთა განხორციელების პროცესში მერიისა და GWP-ის მუშაობა თანხვედრაში უნდა მოვიდეს და ისე არ მოხდეს, რომ ჯერ, მაგალითად, გზის საფარი დაიგოს და ამას, შემდეგ, წყალგაყვანილობის სამუშაოების გამო, გადათხრა მოჰყვეს“,- აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, კომპანია მზად არის მომდევნო წლების განმავლობაში ინვესტიციები განახორციელოს და წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაცია განაგრძოს.

„მოვისმინეთ კომპანიის საინვესტიციო გეგმები და ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რადგან ქსელი მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, შემიძლია კონკრეტული რაიონები დაგისაახელოთ, სადაც მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა, ისეთი, როგორიც არის სამგორის რაიონი, ისანი და შესაბამისად, ამ კომპანიას დაგეგმილი აქვს, მომავალი სამი წლის განმავლობაში 200 000 მილიონი დახარჯოს ამ პრობლემების შესამსუბუქებლად. გარდა ამისა, ჩვენი თხოვნა იყო, დაზიანების შესახებ ზარზე სწრაფი რეაგირება მოხდეს, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

GWP -ის გენერალური დირექტორის გიორგი ცხადაძის განმარტებით, კომპანია ინვესტიციებს დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურ განვითარებაში ჩადებს.

„მოგეხსენებათ, როდესაც ხდება ქუჩების რეაბილიტაცია, ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ქსელების რეაბილიტაციაზე. ამის ნათელი მაგალითია პეკინის გამზირის პროექტი, სადაც კომპანიამ სრულად უზრუნველყო ამ ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. კომპანია  სისტემის სრულ რეაბილიტაციაზე ახალი გამოცდილებით მუშაობს და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში  კომპანიასთან დაკავშირებით პრეტენზიები აღარ იქნება“, – განაცხადა გიორგი ცხადაძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატსა და კომპანია GWP-ის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა თბილისის წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით გაიმართა.

კომენტარები

კახა კალაზე მერობის კანდიდატი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2017-10-05
Tags კახა კალაზე მერობის კანდიდატი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მაშინაც კი, როდესაც აღარაფრის იმედი იყო, ჩემი გონება თეატრში ტრიალებდა“

შემდეგი სტატია

მაქსიმ გალკინმა გამხდარი პუგაჩოვას ფოტო გამოაქვეყნა

მსგავსი სტატიები

კახა კახიშვილი ტოკიოში იაპონიის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

15 სექ 2017

კვირიკაშვილი: ჩვენ შორის არ უნდა იდგეს უცხო ძალა, ეს საზიანოა ჩვენთვის – ქართველებისა და აფხაზებისთვის

სოსო ელისაშვილი 14 აგვ 2017

გიორგი ქობულია: „ავეჯის წარმოება უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო სექტორი საქართველოში”

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge