NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს დემოკრატიისკენ სწრაფვის მიზნით

კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს დემოკრატიისკენ სწრაფვის მიზნით

05 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 919 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„პრემიერმინისტრ ტრუდოს სურდა როგორც მის სპეციალურ წარმომადგენელს ევროპაში პირველი ვიზიტი საქართველოში მქონოდა, ევროპის ისეთ ქვეყანაში, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. მიზეზი გახლავთ ის, რომ როდესაც ქვეყანა გაბედულად იღებს სწორ გადაწყვეტილებებს დემოკრატიისკენ სწრაფვის მიზნით, კანადა უნდა იყოს სწორედ იქ, რათა გამოხატოს საკუთარი მხარდაჭერა”- ამის შესახებ ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიონმა თბილისში, კანადის კონფედერაციის დაარსების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებას, რომელიც ასევე მიეძღვნა საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.

როგორც ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა  დემოკრატია მუდმივად განვითარებადი პროცესია და დემოკრატიული მთავრობა უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო სტანდარტებსა და მაჩვენებლებს. ამ კონტექსტში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, სადაც პრემიერმა სწორედ საერთაშორისო სტანდარტებსა და მაჩვენებლებზე დაყრდნობით ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და წარმატებებზე. დიონის თქმით სწორედ ასეთი მიდგომით საქართველო მუდმივად დაინახავს საკუთარ პროგრესს და მიაღწევს დიდ წარმატებას.

ევროკავშირსა და ევროპაში კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და კანადას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და განიხილა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები პოლიტიკური, საპარლამენტო, სამხედრო, ეკონომიკური, სავაჭრო და სხვა მიმართულებებით. სტეფან დიონის განცხადებით არსებობს ძალიან ბევრი მიმართულება, სადაც საქართველო და კანადა  უნდა იდგნენ ერთმანეთის მხარდამხარ და ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობა აუცილებლად იქნება პოზიტიური შედეგის მომტანი განსაკუთრებით  რეგიონისთვის.

კომენტარები

დემოკრატიად ემოკრატიისკენ სწრაფვა კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი 2017-10-05
Tags დემოკრატიად ემოკრატიისკენ სწრაფვა კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ვიქტორ დოლიძე: გვაქვს უდიდესი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის

შემდეგი სტატია

„უკვე უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ჯარჯი წიკლაური“

მსგავსი სტატიები

5 ქვეყანა, სადაც 2018 წელს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს

16 დეკ 2017
“ოცნება” ალიანსში შევიდა სასამართლოში არსებულ კლანთან”- სამოქალაქო სექტორის აქცია უზენაეს სასამართლოსთან

“ოცნება” ალიანსში შევიდა სასამართლოში არსებულ კლანთან”- სამოქალაქო სექტორის აქცია უზენაეს სასამართლოსთან

06 თებ 2019
არ უნდათ გასაჯაროვდეს ამ ადამიანების წარსული გამოცდილება – ოპოზიცია იუსტიციის საბჭოს მიერ, მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვაზე საუბრობს

არ უნდათ გასაჯაროვდეს ამ ადამიანების წარსული გამოცდილება – ოპოზიცია იუსტიციის საბჭოს მიერ, მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის დამალვაზე საუბრობს

ირაკლი შალიკაშვილი 18 ივნ 2019

უახლესი ამბები

  • დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

    დალასის ზოოპარკიდან მაიმუნები გაიტაცეს

  • 7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

    7 საუკეთესო გზა გონების და აზროვნების გასავითარებლად

  • დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

    დღე ისტორიაში – 1 თებერვალი

  • კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

    კახა კალაძე – პირველ რიგში, პოლარიზება ჩვენი უცხოელი მეგობრებისგან უნდა დასრულდეს – არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და სტატუსი არ მოგვანიჭონ

  • ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

    ჰეფიქიდი — სათამაშოები უნარების განვითარებისთვის

  • გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

    გია ვოლსკი – კეზერაშვილი და მერაბიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერთა დიდ რაოდენობას დააკარგვინებს

  • თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

    თიბისი კონცეპტში საბავშვო მასტერკლასები გაიმართა

  • ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

    ზეინაბ დიასამიძე: თქვენ კი საკუთარ მოსახლეობას ნელი სიკვდილისთვის იმეტებთ… იცით მაინც რა დაავადებებმა იმრავლა ბათუმში

  • ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

    ბრიტანული დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი დონეცკის ოლქში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

  • რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

    რუსეთმა და ბელარუსმა ერთკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge