ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის საპარლამენტო სესიას, რომელიც მომდევნო ორშაბათს იყო ჩანიშნული, შეკრების უფლება არ მისცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. არ არის გამორიცხული სესიაზე პარლამენტს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე ემსჯელა. სასამართლოს განცხადებით, ასეთი ნაბიჯი ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
კატალონიის ლიდერმა კარლოს პუჩემონტიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ იყო გამორიცხული კატალონიას დამოუკიდებლობა უკვე მომდევნო კვირას გამოეცხადებინა.
კომენტარები