ერაყის სამთავრობო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული ქალაქის ჰავიჯას ცენტრი ტერორისტებისგან გაათავისუფლეს. ისლამური სახელწმიფო“ ქალაქს 2014 წლიდან აკონტროლებდა. როგორც BBC წერს, მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალები ქალაქის შემოგარენსაც დაიკავებენ, ტერორისტებს ქვეყანაში მხოლოდ სირიის საზღვრის მახლობელ ტერიტორიებს გააკონტროლებენ.
ერაყის სამთავრობო ძალების განცხადებით, ქალაქის აღების პროცესში მათ 196 ტერორისტი მოკლეს და ქალაქის გარშემო 98 სოფელი დაიკავეს.
ქალაქის აღებამდე, სამთავრობო ძალებმა ახლოს მდებარე აეროპორტი დაიკავეს, რომელსაც ტერორისტები საწვრთნელ ბაზად იყენებდნენ.
კომენტარები