აშშ-ის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ლას-ვეგასში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავადასხმა მოხდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
დონალდ ტრამპმა სროლის დროს დაჭრილები მოინახულა. პრეზიდენტმა სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა, რომლებმაც დაზარალებულებს გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, დანაშაულის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. უფრო ადრე ტრამპმა ბოროტმოქმედს ავადმყოფი და შეშლილი ადამიანი უწოდა.
1 ოქტომბერს, საღამოს, ლას-ვეგასში ქანთრის მუსიკალურ ფესტივალზე, თავდამსხმელმა ღონისძიების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. დამნაშავე სასტუმროს და კაზინოს “მანდალაი ბეის” ნომერში, 32-ე სართულზე იყო და ფანჯრიდან ისროდა.
მსროლელი 64 წლის ამერიკელი სტივენ პედოკი აღმოჩნდა, რომელმაც პოლიციელების მისვლამდე თავი მოიკლა.
კომენტარები