„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით, ეს ვიზიტი მთავრობასთან შეთანხმებული არ ყოფილა, შესაბამისად მისთვის უცნობია ვიზიტის მიზნები და შინაარსი. ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ცალსახა პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, მისივე თქმით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები არის ის ფორემატი, სადაც რუსეთი და საქართველო მთავარი აქტორები არიან.
„არ არის მთავრობასთან შეთანხმებული არც ვიზიტი, არც მისი მიზნები, არც შინაარსი, ამიტომ მე არ გახლავართ საქმის კურსში. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ცალსახა პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ეს პოლიტიკა არის ძალიან ღიად გაცხადებული იმ არხებში, რომელშიც ეს პოლიტიკა ხორციელდება. ახლა ახლოვდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და სწორედ ეს არის ის ფორემატი, სადაც რუსეთი და საქართველო არიან მთავარი აქტორები“,-განაცხადა ციხელაშვილმა.
კომენტარები