NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»არასრულწლოვნის მიმართ, სექსუალური ხასიათის დანაშაულისათვის ბრალდებულს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვნის მიმართ, სექსუალური ხასიათის დანაშაულისათვის ბრალდებულს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

05 ოქტ 2017 ახალი ამბები, სამართალი 821 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

არასრულწლოვნის მიმართ, სექსუალური ხასიათის დანაშაულისათვის ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულ ს. ჟ.-ს ბრალად ედებოდა სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი იძულება სახელგამტეხი ცნობის გახმაურების გამოყენებით, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ (2 ეპიზოდი).

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ს. ჟ. სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით, მიმოწერა ჰქონდა 14 წლის მოზარდთან, რომელიც დაითანხმა შიშვლად ფოტოების გადაღებასა და მისთვის გადაგზავნაზე. 25 წლის მამაკაცმა, ფოტოების გასაჯაროების მუქარით, აიძულა არასრულწლოვანი შეხვედროდა მას და ერთ-ერთი მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. ბრალდების მეორე ეპიზოდში, ს. ჟ. კვლავ დაემუქრა დაზარალებულს ფოტოების გასაჯაროებით და მის მშობლებს სოციალური ქსელის მეშვეობით, გაუგზავნა მეგობრობის თხოვნა ყალბი ანგარიშით, სადაც მოზარდის მამხილებელი ფოტოები ჰქონდა ატვირთული.

სასამართლო განხილვა, დანაშაულის ხასიათიდან და დაზარალებულის ასაკიდან გამომდინარე, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ბრალდებულმა, თავი არ ცნო დამნაშავედ.

სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების, ამოცნობის ოქმისა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, დადგენილად მიიჩნია ს. ჟ.-ს მხრიდან, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის ფაქტი. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

 

კომენტარები

არასრულწლოვანი სასამართლო სექსუალური ხასიათის დანაშაული 2017-10-05
Tags არასრულწლოვანი სასამართლო სექსუალური ხასიათის დანაშაული
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ტოპ ფილმებში გამოყენებული ულამაზესი ფერთა პალიტრა

შემდეგი სტატია

სახალხო დამცველი უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლების რეალიზაციას ითხოვს

მსგავსი სტატიები

ანაკლიის პორტში დამონტაჟებული თითო ამწე „ბოინგ 737“-ზე 37-ჯერ მძიმე იქნება

21 ნოე 2018

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

22 დეკ 2017
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და დროებითი საგამოძიებო კომისია – მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებას პეტიციაზე ხელმოწერას სთხოვს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე და დროებითი საგამოძიებო კომისია – მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებას პეტიციაზე ხელმოწერას სთხოვს

29 იან 2019

უახლესი ამბები

  • იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

    იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების გადაცემისკენ მოუწოდა

  • ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

    ომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსების დიდი შეტევა დაიწყო

  • ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

    ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

  • Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

    Reuters: პირველად 24 წლის განმავლობაში – სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა

  • გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

    გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილის გადარჩენა არ შედის არცერთი სახელისუფლებო სტრუქტურის ინტერესებში, მაგრამ…

  • ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

    ემანუელ მაკრონი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

  • თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

    თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

  • ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

    ზელენსკის რეაქცია ჟურნალისტის მიმართვაზე (ვიდეო)

  • გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

    გია ხუხაშვილი: სააკაშვილის გაშვების ეშინიათ

  • კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

    კობახიძე: პრეზიდენტის პოზიციას აქვს ერთი ახსნა, მასზე არის წნეხი გლობალური ომის პარტიის მხრიდან

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge