არსებობს მოსაზრება, რომ ფილმის კინემატოგრაფიული ფასეულობა იზომება იმით, თუ რამდენჯერ შეძლებთ თქვენ მის ნახვას.
ჩვენ შემოგთავაზებთ ფილმების სიას, რომლის ყურების შემდეგ აუცილებლად ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ.
1. ‘შეშლილთა კუნძული” ( Shutter Island) -გენიალური რეჟისორის მარტინ სკორსეზეს კიდევ ერთი შედევრია. ფილმი ფსიქოლოგიური დრამა/ ტრილერია,რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა თავის ჟანრში.
2.დასაწყისი ( Inception) — 2010 წლის სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომლის რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორია კრისტოფერ ნოლანი. ფილმი მოგვითხრობს ქურდის, დომ კობის შესახებ, რომელიც სიზმრების მეშვეობით იღებს სხვა ადამიანებიდან ინფორმაციას, რომელიც ჩვეულებრივ მიუწვდომელია.
3.წინათგრძნობა(Predestination)-2014 წლის ფილმი . სპეციალური აგენტი ბრწყინვალე კარიერის შესაქმნელად, მუდმივად წარსულსა და მომავალში იმყოფება. თავის უკანასკნელ მისიაზე ის წარსულიდან თავის თავს დაიხმარს და დაიჭერს დამნაშავეს, რომელიც მუდამ ხელიდან უსხლტებოდა და მასზე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო.
4.მებრძოლთა კლუბი ( Fight club) — რეჟისორ დევიდ ფინჩერის 1999 წლის საკულტო ფილმი. გადაღებულია ჩაკ პალანიკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ბრედ პიტი, ედვარდ ნორტონი და ჰელენა ბონემ კარტერი.
5.მემენტო — (Memento)კრისტოფერ ნოლანის 2000 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი. მისი სცენარი, რომელიც ასევე კრისტოფერ ნოლანმა დაწერა, ადაპტირებულია მისი უმცროსი ძმის, ჯონათან ნოლანის, მოთხრობიდან „Memento Mori“. მთავარ როლს ასრულებს გაი პირსი, რომელიც თამაშობს ლეონარდ შელბის, ანტეროგრადიული ამნეზიით დაავადებულ ადამიანს.
6. პრესტიჟი — (The Prestige)რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის 2006 წლის მხატვრული ფილმი, გადაღებული კრისტოფერ პრისტის რომანის მიხედვით.
7.დონი დარკო-(DONNIE DARKO) 2001 წლის ფილმი ,რომელიც რეჟისორმა რიჩარდ კელიმ გადაიღო. ფილმში მთავარ როლს ჯეიკ ჯილენჰალი ასრულებს.
8.მეექვსე გრძნობა-(THE SIXTH SENSE) ფსიქოლოგიური თრილერი რვა წლის ბიჭის, კოულ სიარის შესახებ, რომელსაც სჯერა, რომ მკვდრების სამყაროს დანახვა შეუძლია. ბავშვთა ფსიქოლოგი, მალკოლმ ქროუ, ცდილობს კოულს პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს და ხვდება, რომ ბავშვი მართლაც ხედავს გარდაცვლილთა სულებს
9.მატრიცა-(THE MATRIX) 1999 წლის ფილმი, რიგით პირველი მატრიცის შესახებ ფილმების სერიაში. ფილმის რეჟისორები არიან ძმები ვაჩოვსკები, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ კიანუ რივზი, ლოურენს ფიშბერნი, კერი-ენ მოსი, ჰუგო უივინგი და ჯო პანტოლიანო.
10. იაკობის კიბე – (Jacob’s Ladder) ედრიან ლაინის ფილმი. ფილმის შინაარსი ასეთია : იაკობ სინგერი, რომელიც დაიჭრა ვიეტნამში ბრუნდება სახლში, ნიუ-იორკში. მას არ ასვენებს მოგონებები ვაჟიშვილსა და ომზე. იაკობი ნელნელა კარგავს კონტროლს რეალობაზე. მაგრამ მისი მდგომარეობა ხდება კიდევ უფრო მძიმე, როდესაც ის იგებს რომ მის ფრონტელ მეგობრებს აწუხებთ ასეთივე ჰალუცინაციები.
11.ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება (ETERNAL SUNSHINE OF THE SPOTLESS MIND) რა მოხდება თუ შევძლებთ ჩვენი მეხსიერებიდან ცუდი მოგონებებისა და ურთიერთობების ამოშლას ?ჩარლი კაუფმანი და მიშელ გონდრი ერთად ცდილობენ უპასუხონ ამ კითხვას.
12. თამაში( The Game) 1997 წლის დევიდ ფინჩერის ფილმი. ნიკოლას ვონ ორტონი – თავად წარმატების განსახიერებაა. ის გაწონასწორებული ადამიანია და ყოველთვის აკონტროლებს სიტუაციას. დაბადების დღეზე უცნაურ საჩუქარს იღებს – ბილეთს “თამაშში” მონაწილეობისთვის. მას პირდებიან, რომ თამაში მკვეთრ შერგძნებებს დაუბრუნებს, საშუალებას მისცემს შეიგრძნოს სიცოცხლის გემო. თამაშში ჩართული, ნიკოლასი ხვდება, რომ ეს თამაში სასიკვდილოა.
13.ინტერსტელარი – (INTERSTELLAR )2014 წლის კრისტოფერ ნოლანის ფილმი . სამეცნიერო ფანტასტიკა , რომელიც ახლადაღმოჩენილ შავ ხვრელში ადამიანების მოგზაურობაზე მოგვითხრობს. შავი ხვრელი ფილმის მთავარ გმირებს კოსმოსში უზარმაზარი ნახტომებით გადაადგილების საშუალებას აძლევს.ფილმში მთავარ როლებს მეთიუ მაკონაჰი, ჯესიკა ჩესტეინი, ქეისი აფლეკი, ენ ჰეტუეი და მაიკლ კეინი ასრულებენ.
14. მემანქანე – (THE MACHINIST) ბრედ ანდერსონის 2014 წლის ფილმი .
ტრევორ რეზნიკს უკვე მთელი წელი არ სძინებია. ფილმი მოგვითხრობს ტრევორზე (კრისტიან ბეილი ) რომლიც არის ცოცხალ ჩონჩხად გადაქცეული, ის ბალანსირებს რეალობის და სიზმრის ზღვარზე. ის დაიღალა საშიში ხილვების უცნაური მოვლენებისგან გარჩევით თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ჭკუიდან რომ არ შეიშალოს ტრევორი საკუთარი უცნაურობების კვლევას იწყებს, ცდილობს გაერკვევს საკუთარ თავში და გაიგოს რამ აქცია ასეთად? საშინელი მოვლენების და მიხვედრების ლაბირინტში სარისკო ძიებისას, ის ვერც კი ხვდება იმას, რის გაგება მოუწევს.
15.გაიხსენე ყველაფერი ( TOTAL RECALL) ერთფეროვანი ცხოვრებიდან თავის დასაღწევად ქარხანაში მომუშავე დუგლას ქუეიდი საინტერესო ექსპერიმენტში მონაწილეობს. ერთ-ერთი კომპანია მას მისი ოცნებების რეალურ მოგონებებად გადაქცევას სთავაზობს.
16.სხვები (THE OTHERS)ესპანელი რეჟისორის ალეხანდრო ამენაბარის ფსიქოლოგიური საშინელებათა ჟანრის ფილმი. ფილმში მთავარ როლს ასრულებს ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი. ფილმის შინაარსი : გრეისი რელიგიური ქალია, რომელიც ძველ ჩაბნელებულ სახლში ცხოვრობს მისი შვილების ენი და ნიკოლასის გამო, რომელთაც იშვიათი მგრძნობელობა აქვთ დღის შუქზე. როდესაც ოჯახი ეჭვს აიღებს რომ სახლში მოჩვენებებია, გრეისი ცდილობს ნებისმიერ ფასად დაიცვას მისი შვილები და ამ დროს უცნაურ მოვლენებს და შემაშფოთებელ ფაქტებს აწყდება.
17.დეტონატორი (PRIMER) 2004 წლის შეინ კარუტის ფილმი. გამომგონებელი მეგობრები გარაჟში ააწყობენ მოწყობილობას რომელსაც ობიექტის მასის დაპატარავება შეუძლია, მაგრამ შემთხვევით აღმოაჩენენ გაუთვალისწინებელი შესაძლებლობები, რისი დახმარებითაც თითქმის ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ.
18 .კავშირი (COHERENCE) ასტროლოგიული ანომალიების ღამეს რვა მეგობარი საღამოს ვახშმად იკრიბება. ისინი ხდებიან უცნაური და მისტიკური ამბების მონაწილეები.
19. მისტერ არავინ (MR. NOBODY) ბელგიელი რეჟისორის ჟაკო ვან დორმალის 2009 წლის სამეცნიერო-ფანტასტიკური კინოდრამა. მთავარ როლებში მონაწილეობენ: ჯარედ ლეტო, დიანე კრუგერი და სხვ. ფილმის მთავარი გმირია სახელად მისტერ არავინ, რომლის ისტორიაზეა აგებული ფილმისსიუჟეტი. გარდა ამისა, განხილულია მისი ცხოვრების სხვადასხვა ვარიანტები.ფილმი ხისებრი სტრუქტურისაა. მთავარი გმირის დაბადებასთან ერთად მაყურებელი ხედავს მისი ცხოვრების ყველა შესაძლო ვარიანტს, რომელიც ჩვეულებრივ ქმნის რამდენიმე განტოტებას.
20.ოლდბოი (OLDBOY) “ოლდბოი” არის რეჟისორი პარკ ჩან ვუკის 2003 წლის დრამა შურისძიების თემაზე. სცენარი დაფუძნებულია მანგას კომიქსზე და მოგვითხორბს კაცზე, რომელიც გადის დაუსრულებელ მტანჯველ გზას და წარმოდგენა არა აქვს, ვინ არის მისი მტერი სინამდვილეში.
21. სამკუთხედი (TRIANGLE) 2009 წლის კრისტოფერ სმიტის ფილმი . ისტორია მგზავრებს ეხება, რომლებიც ატლანტიკის ოკეანის გავლით იახტით მგზავრობენ. უეცრად, ამინდი უცნაურად შეიცვალება და მგზავრები სხვა გემზე გადასხდებიან, რომ უფრო მეტი მღელვარება გამოსცადონ ღია ზღვაში
22. საწყისი კოდი (SOURCE CODE) დამსახურებული ჯარისკაცი კაპიტანი კოლტერ სტივენსი იღვძებს უცნობი ადამიანის სხეულში და აღმოაჩენს, რომ მან ჩიკაგოს მატარებელის დამნაღმველი უნდა იპოვნოს. ამ სრულიად საიდუმლო ექსპერიმენტალური პროგრამის ფარგლებში ის უნდა გადავიდეს სხვა ადამიანის სხეულში და მისი სიცოცხლის ბოლო რვა წუთი გაიაროს.
23.თრუმენის შოუ (THE TRUMAN SHOW) რეჟისორ პიტერ უირის 1998 წლის დრამის და კომედიური ჟანრის ფილმი. მისი სცენარის ავტორია ენდრიუ ნიკოლი.ფილმი საუბარია ადამიანზე, რომელმაც არ იცის, რომ სამყარო მის ირგვლივ მხოლოდ და მხოლოდ გიგანტური კინოსტუდიაა და მეტი არაფერი. მის ყოველდღიურობას მილიონობით ადამიანი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს. ტრუმენს აეჭვებს მის მიერ აღქმული რეალობა და მიემგზავრება, რათა შეიცნოს სიმართლე საკუთარ ცხოვრებაზე.
24. მთვარე (Moon) დანკან ჯონსის 2009 წლის ფილმი . მთვარე მისტიკური ჟანრის ფილმი. ასტრონავტი სემ ბელი მთვარეზე ცხოვრობს და ასრულებს დაკისრებულ დავალებას, რომელშიც დედამიწაზე ენერგიის მიწოდება შედის.
25.მალჰოლენდ დრაივი (MULHOLLAND DRIVE) 2001 წლის ამერიკული ნეო-ნუარული თრილერი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია დევიდ ლინჩი. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ ნაომი უოტსი, ლორა ჰერინგი, ჯასტინ თერუ. „მალჰოლანდ დრაივმა“ ხელი შეუწყო უოტსისა და ჰერინგის კარიერის წინსვლას.
26. კუბი (CUBE) კანადელი რეჟისორი ვინჩენცო ნატალის დებიუტი კლაუსტრაფობიის მომგვრელი ფილმით, სადაც შვიდ ერთმენეთისთვის უცნობ ადამიანს მოწყვეტენ ყოველდრიურ ცხოვრებას და მისტიურ სასიკვდილო კუბში მოათავსებენ, მათი საერთო მიზანი კი გადარჩენაა. თრილერის და ფსიქოლოგიური დრამის ჟანრის ნაზავი, დაბალბიუჯეტიან ფილმში რომელმაც საკულტო სტატუსი მოიპოვა.
27.იდენტიფიკაცია (IDENTITY) ძლიერი წვიმის გამო ათი მგზავრი იძულებულია უცნაურ მიტოვებულ სასტუმროს შეაფაროს თავი, სადაც როგორც მოგვიანებით ირკვევა, შემთხვევით არ მოხვედრილან.
28. პი ( P ) დარენ არანოფსკის სადებიუტო ნამუშევარი გენიოს მათემატიკოს მაქსიმილიან კოენზე,რომელიც აღმოაჩენს კავშირს რიცხვებსა და რეალობას შორის.
29. მარყუჟი (LOOPER) სიუჟეტი იწყება არც თუ ისე შორეულ მომავალში. რომელიღაც ბიზნეს იმპერია მისთვის არასასურველ ადამიანებს იშორებს მათი წარსულში გადაგზავნით, რითაც იმ ადამიანს საერთოდ აქრობენ რეალობიდან. ხოლო ჩვენს დროში მათ ხვდებიან სპეციალურად გაწვრთნილი მკვლელები, რომელთაც ევალებათ ჩამოსულის ადგილზევე მოკვლა და სხეულის განადგურება. ყველაფერი კარგად მუშაობდა მანამდე, სანამ კილერს მოსაკლავად ხელში არ შერჩება თავისივე თავი მომავლიდან
30. პეპლის ეფექტი ( The Butterfly Effect ) 2004 წლის ამერიკული ფილმი. სცენარი დამყარებულია პეპლის ეფექზე ქაოსის თეორიიდან.
31. ილუზიონისტი (THE ILLUSIONIST) მის ცხოვრებას მუდამ ჭორები და ვარაუდები ავსებდნენ, მაგრამ ერთი ისტორია ყველას შოკირებას მოახდენს, ვინც ეცდება ილუზიების და ტყუილის მაესტროს სულში ჩიახედოს… წინა საუკუნეს მთელი ვენისთვის ცნობილი ილუზიონისტი თავისი მისტიკური ნიჭის დახმარებით ერთ მომხიბვლელ ქალს, რომელიც სოციალური კიბის ბევრად მაღალ საფეხურზე დგას, თავს შეაყვარებს…
32. ეჭვმიტანილები (THE USUAL SUSPECT)
ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი და თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივი დანაშაული.

კომენტარები