NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»სახალხო დამცველი კანონპროექტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ ეხმიანება

სახალხო დამცველი კანონპროექტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ ეხმიანება

04 ოქტ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 828 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

სახალხო დამცველი კანონპროექტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ ეხმიანება.

„სახალხო დამცველი ეხმიანება  ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ავტორობით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის უფრო მეტად ლიბერალური და დაბალანსებული პოლიტიკით ჩანაცვლებას. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ძირითად სულისკვეთებას. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით საქმიანობის ფარგლებში სახალხო დამცველი აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან.

სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ქვეყანაში არსებული რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის მძიმე შედეგებზე და სისტემური ცვლილებების გატარების აუცილებლობაზე. სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში წლებია ებრძვის არსებული ნარკოპოლიტიკის მანკიერ პრაქტიკას. ნარკომომხმარებლებისათვის პატიმრობის, როგორც არაჰუმანური სასჯელის კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნით, სახალხო დამცველმა 2016 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.  2015 წლის 20 ნოემბერს კი სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.

წარმოდგენილი ინიციატივით გათვალისწინებულია ყველა ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების/მცირე ოდენობით შეძენა, შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა, მოყვანა, კულტივირების დეკრიმინალიზაცია. სახალხო დამცველი სრულიად იზიარებს ამ მიდგომას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ან/და სხვა ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარებაზე ან/და პირადი მოხმარების მიზნით, შედარებით მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, დამზადებაზე სასჯელის სახით არ უნდა იყოს გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სახალხო დამცველი 2016 წლის 15 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელით ითხოვდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის სრულ დეკრიმინალიზაციას. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა განახორციელოს და სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს.

სახალხო დამცველი ასევე იზიარებს პროექტით გათვალისწინებული იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების წესის ცვლილებას. ქუჩის, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ჩატარებული ნარკოტესტირების პრაქტიკა, რომელზეც წლებია სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშებში საუბრობს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ინტენსიურად და უხეშად აზიანებს პირის თავისუფლებისა და ღირსების ხელშეუხებლობის უფლებას, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების არმიცემის და სამართლიანი სასამართლო განხილვის პრინციპებს, ისევე როგორც საერთაშორისო სტანდარტებს. ამ პრობლემის საპასუხოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის 20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელით მოითხოვა კონკრეტული სამართლებრივი აქტების არაკონსტიტუციურად ცნობა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პაკეტით შემოთავაზებული ინიციატივა – დადგინდეს ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები. განსაზღვრული მცირე ოდენობების არ არსებობა მძიმე პრობლემას წარმოადგენ, რის გამოც ხდება აბსოლუტურად არათანაზომიერი საპატიმრო სასჯელების გამოყენება. აუცილებელია ე.წ. ახალი ფსიქო–აქტიური ნივთიერებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის ცვლილება, არაპროპორციულად მკაცრი სასჯელების შემსუბუქების მიზნით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები დადებითად აისახება ნარკოტიკების მომხმარებელთა სამართლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს ქვეყანაში არსებული არაჰუმანური და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლისკენ მოუწოდებს. ამასთან, სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის პროცესში და წარადგინოს მოსაზრებები კანონპროექტის გარკვეული დებულებების დახვეწის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

ნარკოპოლიტიკა სალანონმდებლო ცვლილებები სახალხო დამცველი 2017-10-04
Tags ნარკოპოლიტიკა სალანონმდებლო ცვლილებები სახალხო დამცველი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მსხვერპლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

შემდეგი სტატია

მიხეილ რამიშვილი დაკითხვას მოსამართლესთან ერთად ითხოვს

მსგავსი სტატიები

კობახიძე: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი

კობახიძე: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი

27 ივნ 2018

რა სახის სასჯელს ითვალისწინებს ნაძვის ხის უკანონოდ მოჭრა – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადება

23 დეკ 2017
ვლადიმერ ჯანჯღავა: სალაყაიას მიერ გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი უსიტყვოდ იქნება აღდგენილი სამსახურში

ვლადიმერ ჯანჯღავა: სალაყაიას მიერ გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი უსიტყვოდ იქნება აღდგენილი სამსახურში

სოსო ელისაშვილი 13 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge