NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საქართველო ნატოს OCC E&F პროგრამის კონფერენციას პირველად მასპინძლობს

საქართველო ნატოს OCC E&F პროგრამის კონფერენციას პირველად მასპინძლობს

04 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 743 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F)“ ყოველწლიურ კონფერენციას საქართველო პირველად მასპინძლობს.

კონფერენციის მონაწილე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ სიტყვით მიმართა. გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ყურადღება OCC E&F პროგრამაში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა. კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს OCC E&F პროგრამაში გაცხადებული ჰყავს ორი მსუბუქი ქვეითი ასეული, რომელთაგან ერთმა შეფასების ყველა ეტაპი სრულად გაიარა და ამ დროისთვის ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაშია. მეორე მსუბუქი ქვეითი ასეული კი, 2018 წელს გაივლის შეფასების ბოლო ეტაპს, რის შემდეგაც ნატოს რეაგირების ძალების (NRF) შემადგენლობაში პირველ ასეულს ჩაანაცვლებს. პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას შეფასებით, პროგრამა უზუნველყოფს მასში გაცხადებული ქვედანაყოფების ნატოსთან თავსებადობის გაზრდას.

კონფერენციის მონაწილეებმა თანამშრომლობის მიღწევები დადებითად შეაფასეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

OCC E&F პროგრამის კონფერენცია ნატოს ეგიდით ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში, რომელსაც გაცხადებული ჰყავს საკუთარი ქვედანაყოფები ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში. კონფერენცია სასტუმრო „ბილთმორში“ მიმდინარეობს და ხვალ დასრულდება.

კომენტარები

მასპინძლობს ნატო საქართველო 2017-10-04
Tags მასპინძლობს ნატო საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ველოდები, რომ საქართველოდან არჩეული იქნება ღირსეული მოსამართლე“

შემდეგი სტატია

ბესელია: ჩვენ არ გვჭირდება ეს ვეტო

მსგავსი სტატიები

საქართველოს ელჩმა მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს ელჩმა მალდივების რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

19 აპრ 2018
აპრილის შუალედური არჩევნებისთვის იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

აპრილის შუალედური არჩევნებისთვის იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

სოსო ელისაშვილი 01 მარ 2018

თბილისში XXII საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი – „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“ ოფიციალურად გაიხსნა

სოსო ელისაშვილი 26 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

    ზელენსკი: უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატოა, მაგრამ საჭიროა ეს იქამდე მოხდეს, სანამ უკრაინა ალიანსში არ არის

  • დღე ისტორიაში – 2 ივნისი

    დღე ისტორიაში – 2 ივნისი

  • მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

    მედია: მექსიკაში ადამიანის სხეულის ნაწილებით სავსე 45 ჩანთა აღმოაჩინეს

  • ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

    ვახტანგ მეგრელიშვილი: ვერ წარმომიდგენია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები კიდევ მოიგოს და თუ ძალას დაეყრდნო, არ მჯერა, რომ ეს ამბავი არეულობის გარეშე ჩაივლის – ჩვენ არაპროგნოზირებადი მომავალი გველოდება

  • გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50%  საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

    გახსენით “საქართველოს ბანკის” პირველი ბიზნეს ანგარიში ონლაინ და დაიბრუნეთ თანხის 50% საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის Cashback აქცია

  • „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

    „თეგეტა გარემოსთვის“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2022-ის გამარჯვებულია

  • ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

    ლიონელ მესი PSG-ს ტოვებს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

    ირაკლი ღარიბაშვილი: არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის დიალოგის შენარჩუნება ევროკავშირის კანდიდატობის მიზნის მისაღწევად

  • მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

    მეუფე იაკობი: ვიღაცა, რომ არის ევროპარლამენტარი…

  • შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

    შემეცნებითი თამაში „საგზაო ლოტო“ – „თამაშობანასა“ და „თეგეტას“ კოლაბორაცია

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge