საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველი პარტიის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრაზე დღეს, 16:00 საათზე, რეზიდენციაში ელოდება. პარლამენტის ვიცესპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი კონსულტაციებში ჩაერთვება, მხოლოდ მათ მიერ შეთავაზებულ ორ მუხლთან დაკავშრებით.
„ცვლილებები, რომელიც უნდა შევიდეს უკვე მიღებულ კონსტიტუციაში და მხოლოდ ამ ორი საკითხის ასახვა ვეტოსი შეიძლება იყოს კარგი გზა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად შევიდეს ეს ცვლილებები ძალაში. საკითხები, რაც არის ოპოზიციის შემუშავებულ დოკუმენტში ასახული, ამაზე ჩვენი პოზიცია იცით, აქედან უმრავლეს საკითხებს ჩვენ ვერ გავიზიარებთ ანუ შესაბამისად, აქ კონსენსუსზე საუბარი ზედმეტია“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.
კომენტარები