თოჯინების კუნძული მეხიკოში (Mexico City, Mexico)
ლეგენდის თანახმად, ამ ადგილას პატარა გოგონა დაიხრჩო. მოგვიანებით, უბედური შემთხვევის ადგილთან, გოგონას მამამ იპოვა თოჯინა . მამამ გადაწყვიტა, გოგონას სული თოჯინაში გადავიდა და ამიტომ მან თოჯინა იქვე ხეზე დაკიდა. ამის შემდეგ გოგონას მამამ დაიწყო თოჯინების შეგროვება და ამ კუნძულზე მიტანა. მან ოჯახიც კი მიატოცა და აქ გადმოვიდა საცხოვრებლად.
კაპუცინის კატაკომბები პალერმოში (იტალია)
*კაპუცინი – კათოლიკური მონაზვნური ორდენის წევრი, რომელიც ატარებს ანაფორაზე მიკერებულ კაპიუშონს.
კატაკომბებში 8000-მდე ადამიანის ფიტულია მე-18 და მე-19 საუკუნიდან.
ჰაუ პარ ვილლა პარკი სინგაპორში
ეს საშიში გამოსახულებები მოზარდებისთვის ჭკუის სწავლების მიზნით. მაგალითად, დანაწევრების სცენებით უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ გამოცდების ჩაბარებისას ბავშვებს არ გადაეწერათ.
თოჯინების სოფელი იაპონიაში
https://www.flickr.com/photos/tigroumeow/29956021982
https://www.flickr.com/photos/tigroumeow/29986288741
აიანო ცუკიმიმ გადაწყვიტა თავის სოფელში მცხოვრებთა პროტოტიპები თოჯინებისგან. საბოლოო ჯამში თოჯინათა რაოდენობა 350-ს აღწევს, იმ დროს , როცა რეალურ მაცხოვრებელთა რიცხვი 37-ია.
მთაზე ჩამოკიდებული კუბოები ფილიპინებში
ადგილობრივები გარდაცვლილს არ მარხავენ მიწაში, არამედ, ტრადიციისამებრ მათ კუბოებს მთაზე კიდებენ. თუმცა, დაკრძალვის ამ ტიპისთვის გარკვეული მოთხოვნები არსებობს. მაგალითად, ადამიანი უნდა ყოფილიყო დაქორწინებული და ჰყოლოდა შვილიშვილები. ადგილობრივების რწმენით, რაც უფრო მაღლა კიდია კუბო, მით უფრო ახლოსაა გარდაცვლილის სული სამოთხესთან.
“ქრისტე დედამიწის წიაღში”(San Fruttuoso, Italy)
1954-ში იტალიელმა მყვინთავმა დილიო მარჩანტემ სკულპტურა იმ ადგილას განათავსა, სადაც მისი კოლეგა დარიო გონზატი გარდაიცვალა. სკულპტურა დაახლოებით 2,5 მეტრი სიმაღლისაა. გარდაცვლილი მეგობარი მყვინთავის ხსოვნის საპატივცემულოდ განთავსებული ქანდაკება მნახველებში დიდ ემოციებს აღძრავს.
მიტოვებული სამხედრო ჰოსპიტალი გერმანიაში (Beelitz-Heilstätten)
ჰოსპიტალი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ტუბერკულიოზით დაავადებულებსა და სამხედროებს. ჰოსპიტალის პაციენტთა სიაში შედიოდა ადოლფ ჰიტლერიც. კომპლექსი დღეს მიტოვებულია.
ყოვლადწმინდა ეკლესია ჩეხეთში | Church of All Saints (Sedlec, Czech Republic)
მე -14 საუკუნეში მონასტერმა წმინდა მიწაზე მომლოცველები გაგზავნა წმინდა მიწაზე და გოლგოთადან მიწა ჩამოატანინა. ეს მიწა მონასრტის ტერიტორიაზე მოაფრქვიეს. მალევე ხალხმა სდელეკში დაკრძალვა მოითხოვა. საჭირო გახდა, რომ სასაფლაოს ძველ “მაცხოვრებლებს” ადგილი დაეთმოთ ახალ გარდაცვლილთათვის. საბოლოოდ, დურგალმა ფრანტიკეს რინტს დაებადა იდეა, ამ 40,000 ძვლის გამოყენებით გაეფორმებინა ეკლესია.
კომენტარები