„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი დღეს, პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრისგან შედეგს არ ელოდება. თარხნიშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრეზიდენტთან ულტიმატუმით მიდის.
„დიდი მოლოდინი ნამდვილად არ გვაქვს, იმიტომ, რომ გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურა უმრავლესობამ, რომ ულტიმატუმით აპირებს პრეზიდენტთან შეხვედრას, რაც შეეხება იმას თუ რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი, ეს თავად მისი გადასაწყვეტი იქნება, ჩვენ ერთადერთზე შეთანხმებული ვართ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ შედგება ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის შეხვედრა“,-განაცხადა თარხნიშვილმა.
+
კომენტარები