NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძე: მთავარია უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას

კახა კალაძე: მთავარია უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას

04 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 565 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ყოველთვის ვამბობდი და გავიმეორებ – მთავარი ის კი არ არის, უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ, მთავარია, უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი გვყავდეს, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ბიზნესს განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცეს, რათა ადამიანებს თვითრეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად,  სწორედ ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“ – აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ჩუღურეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი მოსახლეობას თბილისის განვითარების პროგრამულ ხედვაზე ესაუბრა და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

“ძალიან მიხარია, რომ ყველა თაობის წარმომადგენელი არის მოსული ამ შეხვედრაზე. ეს გასაგებიც არის, რადგან ყველას აინტერესებს, როგორი იქნება ხვალინდელი თბილისი, რის გაკეთებას ვაპირებთ, რა როგორ გვაქვს დაგეგმილი, რა პროექტები განხორციელდება. რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც აქტუალურია, შესაბამისად, ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელიც შედგება შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან, მოიცავს ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს. ქალაქში არის რაიონები, რომელსაც სჭირდება განვითარება და ჩვენი მთავარი ამოცანაა რაიონების, უბნების თანაბარი განვითარება. თბილისში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი უნდა იგრძნოს საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ რაიონში და საკუთარ უბანში. პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება გენერალური გეგმის მიღება, რომელიც ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია იქნება, შესაბამისად, აღკვეთავს ქაოტურ განაშენიანებას, რაც ბოლო 20-25 წლის განმავლობაში  დაგროვებული პრობლემაა“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კახი კალაძე 2017-10-04
Tags კახი კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველო ბოტიჩელისა და კარავაჯოს ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

შემდეგი სტატია

Forbes – საქართველო ყოველთვის იყო მასპინძლობისა და თბილი მიღების სინონიმი

მსგავსი სტატიები

საქართველოს პარლამენტთან დაკავშირებული ყველა საჯარო ინფორმაცია საზოგადოებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდა

საქართველოს პარლამენტთან დაკავშირებული ყველა საჯარო ინფორმაცია საზოგადოებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდა

21 ივლ 2018
თუ გვინდა, დემოკრატიული თამაშის წესების წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლება შევაჩეროთ, უნდა გავერთიანდეთ, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე და ამ სისტემითაც დავამარცხოთ ხელისუფლება

თუ გვინდა, დემოკრატიული თამაშის წესების წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლება შევაჩეროთ, უნდა გავერთიანდეთ, შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე და ამ სისტემითაც დავამარცხოთ ხელისუფლება

ირაკლი შალიკაშვილი 06 თებ 2020

„ნაციონალური მოძრაობა“ საკრებლოსთან აქციას გამართავს

10 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

    ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება

  • რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქციისათვის – ,,შინ ევროპისკენ” მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge