კატალონია ესპანეთისგან დამოუკიდებლობას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. ამის შესახებ რეგიონის ლიდერმა კარლოს პუჩემონტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ადგილობრივი მთავარობა მიმდინარე კვირის ბოლოს, ან მომდევნოს დასაწყისში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კითხვაზე, თუ რას გააკეთებდა ის თუ მადრიდი კატალონიის ადგილობრივ მთავრობას კონტროლის ქვეშ აიყვანდა, მისი თქმით, „ეს იქნება შეცდომა, რომელიც ყველაფერს შეცვლის“.
გუშინ, ესპანეთის მეფემ ფილიპე VI-მ განაცხადა, რომ კატალონიაში რეფერენდუმის ორგანიზატორები კანონის მიღმა მოქმედებდნენ. მანვე ესპანეთის მოსახლეობას ერთობისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ესპანეთი ამ გამოწვევის გადალახვას შეძლებს.
რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მოსახლეობის 42%-მა მიიღო, რომლის 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. ცენტრალური მთავრობა, ისევე როგორც ევროკავშირი, რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს. პოლიციამ რეფერენდუმის ჩატარების აღსაკვეთად კატალონიაში ძალა გამოიყენე, რომლის შედეგადაც 900-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
კომენტარები