NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თარგამაძე მელიაზე: მისგან აბა რა უნდა მწყინდეს

თარგამაძე მელიაზე: მისგან აბა რა უნდა მწყინდეს

04 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 427 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გივი თარგამაძე ტელეკომპანია „იმედზე“ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, „პარტიის პრეზენტაციის დიდი ნაწილი ნაციონალურმა მოძრაობამ ისევ ძლიერი ოპოზიციური პარტიის, ევროპული საქართველოს ძაგებას დაუთმო“.

„სამწუხაროდ, არც არაფერი იცვლება. დღეს, არჩევნებამდე 16 დღით ადრე, ტელეკომპანია იმედის ეთერში საკუთარი პარტიის პრეზენტაციის დიდი ნაწილი ნაციონალურმა მოძრაობამ ისევ ძლიერი ოპოზიციური პარტიის, ევროპული საქართველოს ძაგებას დაუთმო. ნიკა მელიამ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას წარმატება არ უსურვა. ანუ, უსურვა წარუმატებლობა. მის “საბედნიეროდნაციონალებიდანწასულთასიაში” პირველ ადგილამდე დავწინაურდი. ჩემს გარდა დაასახელა ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, ლევან თარხნიშვილი, გოკა გაბაშვილი, გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და აღნიშნა, რომ ისინი პარტიაში ზაზა ბიბილაშვილმა, ზაალ უდუმაშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ ჩაანაცვლეს, ასეთ გადანაცვლებას ამომრჩეველი შეაფასებსო. ვეთანხმები და ასეც იქნება.

იმედია, გრიგოლ ვაშაძისეულ 2012 წელს ჩამოცილებული ბალასტის სიაში ვერ ვხვდები, იქ იმ ხალხს მოვიაზრებთ, ვინც პარტიაში ხელისუფლებისთვის მოვიდა და იგივესთვის დაგვტოვაო, მე კი მელიას სიაში ჩამოთვლილთაგან ბევრთან ერთად სააკაშვილის სულ პირველ, რამოდენიმეკაციან საარჩევნო შტაბში ვიყავი 16 თუ 17 წლის წინ, ზუსტად ერთი წლის წინ კი ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლის დროს ამაფეთქეს. თავად ვაშაძე პარტიაში 2017 წელს შევიდა, მანამდე, ბალასტის მოშორებისას, 2012-ში მისი დაფუძნებული „ივერია“ ცოცხლად და ხალისიანად ლანძღავდა ნაციონალურ მოძრაობას თავის სააკაშვილიანად. ზაალ უდუმაშვილი ელენე ხოშტარიასგან განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის შეცდომებზე პასუხისმგებლობას კატეგორიულად არ იღებს. ეგ კი არა და მელიამაც გაიხსენა, მერობის კანდიდატობის დროს არც მე ვიყავი პარტიის წევრიო. დაახლოებით ისეა, კალაძე რომ ქალაქის თვითმართველობაში ახალ ძალად, თოთო და ფითქინა ახალშობილად ცდილობს პოზიციონირებას, თითქოს ნარმანია ქოცი კი არა, ნაშვილები იყოსო.

მელიამ ამეებს რომ ვამბობ, წყინთო. მისგან აბა რა უნდა მწყინდეს. საწყენი ისაა, ევროპული საქართველოს გაუთავებელი ძაგებით, მთელი საარჩევნო კამპანიის ამ ნარატივით ჩატარებით ივანიშვილს საქმეს რომ უადვილებენ, თორემ ევროპულ საქართველოში მშვენივრად იციან, საარჩევნო კამპანია როგორ უნდა ჩაატარონ და ისიც გადასარევად ესმით, რომ ივანიშვილთან ბრძოლაში ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალას წარმატება უნდა უსურვონ“, – წერს თარგამაძე.

 

კომენტარები

გივი თარგამაძე ევროპული საქართველო ენმ ნაციონალური მოძრაობაე ნიკა მელია 2017-10-04
Tags გივი თარგამაძე ევროპული საქართველო ენმ ნაციონალური მოძრაობაე ნიკა მელია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ერდოღანი: ირანში ჩრდილოეთ ერაყის საკითხს განვიხილავთ

შემდეგი სტატია

„პრეზიდენტს შეუძლია მოტივირებულ შენიშვნებში ეს ორი საკითხი მიუთითოს, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი მის ვეტოს არ დაძლევს“

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი

ირაკლი კობახიძე: თუ გუბერნატორებს უწუნებენ პოლიტიკურ ლოიალობას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ ესმით რა არის გუბერნატორის ინსტიტუტი

20 აგვ 2018
ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უმჯობესია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვა შეაჩეროს

ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უმჯობესია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის განხილვა შეაჩეროს

ირაკლი შალიკაშვილი 11 მარ 2020
„ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული

„ჩვენთვის ბატონი ჯიბღაშვილი არის ჩვეულებრივი ბრალდებული

სოსო ელისაშვილი 24 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

  • პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

    პლებისციტის საკითხი არის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

  • სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

    სპეცსამსახურებისა და პოლიციის თანამშრომელთა მისამართებზე ინფორმაცია ღიად არ უნდა მოიპოვებოდეს

  • მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

    მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები – განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები

  • სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

    სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, ჩვენთვის მთავარია გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“

  • „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

    „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

  • როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

    როცა მხარეები ვერ ვთანხმდებით, ხალხმა უნდა გვითხრას, რა სურთ მათ, ამიტომ არის პლებისციტი დემოკრატიული გამოსავალი კრიზისიდან

  • შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

    შემცირდა ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა და ქურდობა

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

    შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ

  • “ჰერიტიჯის” გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი

    “ჰერიტიჯის” გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო მიმზიდველი

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge