NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად სცნო დამნაშავედ

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტყის მცველის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთხმად სცნო დამნაშავედ

04 ოქტ 2017 ახალი ამბები, სამართალი 957 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გორის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტყის მცველის  განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.რ. ერთხმად სცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით.

ინფორმაციას საქართველოს მტავარი პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოიკვლია. დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური, ნივთიერი მტკიცებულებები და მკვლელობის იარაღი.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში თ.რ. დ.ჯ.-თან ერთად, კასპის რაიონის სოფელ ხოვლის ტყეში უკანონოდ ჭრიდა ხე-ტყეს. აღნიშნულ ფაქტს ტყის მცველი კ.ყ. შეესწრო, რომელიც შეეცადა სამართალდარღვევაზე რეაგირება მოეხდინა, რა დროსაც  თ.რ.-მ მას ხის მორი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. მიღებული დაზიანებებით ტყის მცველი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თ.რ.  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.რ. 2017 წლის 28 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით (განზრახი მკვლელობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ თ.რ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში  და   სასჯელის სახედ  და ზომად  თავისუფლების აღკვეთა 18 წლით  შეუფარდა.

კომენტარები

განზრახ მკვლელობა გორის სასამართლო დამნაშავე ნაფისცმსაჯუები 2017-10-04
Tags განზრახ მკვლელობა გორის სასამართლო დამნაშავე ნაფისცმსაჯუები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

თბილისში ქართულ-იტალიური ბიზნეს ფორუმი გაიხსნა

შემდეგი სტატია

მსოფლიოს 14 ულამაზესი პანორამა

მსგავსი სტატიები

სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა  “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი” გახდა

სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი” გახდა

07 ნოე 2017
ბესელია თანამოაზრეებთან ერთად 12 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის დეტალებს ორგანიზაციებს აცნობს

ბესელია თანამოაზრეებთან ერთად 12 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის დეტალებს ორგანიზაციებს აცნობს

სოსო ელისაშვილი 24 აპრ 2019

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერება – საკითხზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმსჯელებს

11 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

    ნინო ნადირაძის სკანდალური განცხადება: დამაბრალეს, რომ 19 წლის ასაკში მამამთილის საყვარელი ვიყავი და შემდეგ გავიცანი გუგა… ავუვარდი ამის შემდეგ ადვოკატ საძაგლიშვილს

  • თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

    თორნიკე ბარათაშვილი: ეკლესიებში გადაღებულ ფოტოებს აფრიალებენ და მეორე ხელით გელათის ჩამოქცევაში არიან ჩართული

  • წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

    წყვილი დაშორებიდან 42 წლის შემდეგ დაქორწინდა – იძულებით შეწყვეტილი ურთიერთობის რომანტიკული დასასრული

  • “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

    “ვერ ვიფიქრებდი, თუ 30 წელს მივაღწევდი”, – ჯეინ ფონდა საიდუმლო დაავადების შესახებ

  • 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

    4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

  • პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

    პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში რუსეთის პოზიციებს აძლიერებს

  • რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

    რობერტ სტურუა: მხოლოდ მე კი არა, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა და საერთოდ ქართულმა თეატრმა დაკარგა ძვირფასი თილისმა!

  • გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

    გაყალბდა თუ არა “The Voice of Georgia “- ს სეზონი?

  • ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

    ირაკლი ვაჩიბერაძე გელათის ტაძრის წინამძღვარზე: იშვიათად სუფთა სულის სასულიერო პირი იყო. არ უყვარდა ფული, არ უყვარდა დოვლათი

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge