კრის როიბალი ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლა .(1 ოქტომბერს, საღამოს, ქანთრის მუსიკალურ ფესტივალზე, 64 წლის თავდამსხმელმა სტივენ პედოკმა, ღონისძიების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. დამნაშავე სასტუმროს და კაზინოს Mandalay Bay-ს ნომერში, 32-ე სართულზე იყო და ფანჯრიდან ისროდა.)
28 წლის ავღანეთის ომის ვეტერანი ჯარისკაცი სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო. როიბალმა ივლისის ბოლოს Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს თუ როგორია “როცა გესვრიან?” კრის როიბალის ბოლო facebook-პოსტის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კრის როიბალის თქმით, მას ხშირად ეკითხებოდნენ თუ როგორია როცა გესვრიან ტყვიას. როიბალის თქმით, ის ამ შეკითხვას პასუხობდა არა სიამაყით, არამედ უფრო მეტად შიშითა და გაბრაზებით.
Corona veteran loses life in #LasVegasShooting after surviving war in Afghanistan https://t.co/vsNoAucvcD pic.twitter.com/pHhclhnF0Z
— ABC7 Eyewitness News (@ABC7) October 3, 2017
“ადამიანები ამ შეკითხვას იმიტომ სვამენ, რომ ამერიკელთა 1%-ზე ნაკლებს თუ ექნება ეს განცდილი”, – წერს კრის როიბალი. მისი თქმით, არასდროს დაავიწყდება ავღანეთში პირველი ბრძოლა.
კრის როიბალის მეგობრებმა NBC4-ს უთხრეს, რომ კრისი ავღანეთიდან ისე ჩამოვიდა, რომ იქ არ დაჭრილა, სიცოცხლე კი საკუთარ ქვეყანაში, კონცერტზე დაასრულა – “მაშინ, როდესაც შეიარაღებული არ ყოფილა”.
კომენტარები