NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საგამოძიებო სამსახურმა 14 პირი პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა 14 პირი პასუხისგებაში მისცა

03 ოქტ 2017 ახალი ამბები, სამართალი 578 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული რამდენიმე თვიანი ინტენსიური  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით,  სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, 14 პირი პასუხისგებაში მისცა.

ინფორმაციას  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სხვადასხვა პერიოდში, დაამზადეს  1997 – 1998 წლებით დათარიღებული ყალბი მიღება – ჩაბარების აქტები, რომლის თანახმად,  მათ სახელმწიფოსგან  საკუთრებაში გადაეცათ  მიწის ნაკვეთები. გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულმა პირებმა საკუთრებად  დაარეგისტრირეს   სოფელ ნატახტარში, საგურამოსა  და სოფელ დიღომში არსებული საერთო ჯამში 45 650 კვ.მ მიწის ფართობი. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ქონების ღირებულება  დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებები მოტყუებით დაუფლებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დაბრუნების და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა – მხილების მიზნით.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6-დან  9 წლამდე ვადით.

კომენტარები

თავდაცვის სამინისტრო საგამოძიებო სამსახური ტერიტორია ყალბი დოკუმენტი 2017-10-03
Tags თავდაცვის სამინისტრო საგამოძიებო სამსახური ტერიტორია ყალბი დოკუმენტი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ზუგდიდში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება გრძელდება

შემდეგი სტატია

კვირიკაშვილი „ნაცმოძრაობის“ აქციაზე: ისინი არიან წარსულის პოლიტიკოსები

მსგავსი სტატიები

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

11 იან 2018

გიორგი მარგველაშვილი: ვუსამძიმრებ დაღუპული მოსწავლის ოჯახს

01 დეკ 2017
Twitter-მა აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით 10 ათასი ანგარიში გააუქმა

Twitter-მა აშშ-ის კონგრესის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით 10 ათასი ანგარიში გააუქმა

03 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

    შვედეთის პრემიერი: ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას

  • ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

    ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას – რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

  • ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

    ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება

  • მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

    მირანდა ბაღათურია: მეზიზღება 5 ივლისი იცით როგორ მეზიზღება?! …მეზიზღება ვინც შექმნა ეს დღე და ყველა ის მეზიზღება ვინც არაფერი გააკეთა ჩვენს დასაცავად

  • სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

    სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე: დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია – სტატუსს არავინ მოგვანიჭებს

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

    თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ არსად შესაშვები არ ვართ, აი ამას იძახის “ქართული ოცნება” (ვიდეო)

  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

    საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ესპანეთი 82:76 დაამარცხა

  • თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

    თინა ხიდაშელი: არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე

  • მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

    მაქსიმ გალკინი: ვხედავ, როგორ წვავს სკაბეევა ABBA-ს ალბომს, სოლოვიოვი კი ყვირის: „კარლსონ!” (ვიდეო)

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge