NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»რუსული მედია: ქართველი პარლამენტარების ინიციატივას რუსი დეპუტატები ეთანხმებიან

რუსული მედია: ქართველი პარლამენტარების ინიციატივას რუსი დეპუტატები ეთანხმებიან

03 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 854 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

რუსეთისა და საქართველოს პარლამანტარებმა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, შესაძლოა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარონ, რომელიც სავარაუდოდ საქართველოში გაიმართება, ამის შესახებ საიტი regnum.ru იტყობინება.

სახელმწიფო დუმას, დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ჟურნალისტებს შეხვდა:

“ქართველმა პარლამენტარებმა წამოაყენეს წინადადება ჩავატაროთ ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მოწვეული იქნებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები. მათ ინიციატივას დავთანხმდით. შესაძლოა, ასეთი კონფერენცია მართლაც გაიმართოს”, განუცხადა ჟურნალისტებს კალაშნიკოვმა.

ცნობისათვის, ლეონიდ კალაშნიკოვი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წვერია.

ამას გარდა, კონფერენციაზე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი პრობლემების განხილვა, ისეთი როგორიცაა რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა, თბილისის ნატოსთან თანამშრომლობის კონტექსტში – დასძინა კალაშნიკოვმა.

ასეთი საერთაშორისო ფორუმი შესაძლოა საქართველოში გაიმართოს, მიაჩნია “პატრიოტთა ალიანსის” წევრს, გიორგი ლომიას.

“აქ ულტიმატუმი საჭირო არ არის – ან ის, ან ეს. შეიძლება ნატოსთანაც და რუსეთთანაც ისე თანამშრომლობა, რომ რუსეთი საფრთხეს არ გრძნობდეს. ეს ის საკითხებია, სადაც საჭიროა შეთანხმება. ამიტომაც, კარგი იქნება თუ ფორუმი საქართველოში, რაც შეიძლება მალე გაიმართოს”, – მიიჩნევს ლომია.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე დუმის წევრებთან შეხვედრებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე მართავენ.

ცნობისთვის, ეს „პატრიოტთა ალიანსის“ მეორე ვიზიტია მოსკოვში, პირველად „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მოსკოვში 10 ივლისს იმყოფებოდნენ.

კომენტარები

გიორგი ლომია კონფერენცია ლეონიდ კალაშნიკოვი მოსკოვი ნატო ნატო ჩხეიძე 2017-10-03
Tags გიორგი ლომია კონფერენცია ლეონიდ კალაშნიკოვი მოსკოვი ნატო ნატო ჩხეიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ნინო ბურჯანაძე და მისი თანაგუნდეები არიან პოლიტიკური ნაგვები“

შემდეგი სტატია

„„ლეიბორისტული პარტიის“, „გაერთიანებული დემოკრატებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები  წინასაარჩევნოდ გამართულ დებატებში აღარ დაიშვებიან“

მსგავსი სტატიები

ხუხაშვილი: ოთხშაბათი, ფაქტობრივად, საჯარო სამსახურებისთვის გამოაცხადეს უქმე დღედ

ხუხაშვილი: ოთხშაბათი, ფაქტობრივად, საჯარო სამსახურებისთვის გამოაცხადეს უქმე დღედ

ნინო ჩხეიძე 25 ოქტ 2021
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ტვირთი გახდა ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“

ირაკლი შალიკაშვილი 09 დეკ 2021
რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს გააკეთებს, მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერავინ გამოიყვანს ქუჩაში

რევოლუციას ოპოზიცია ვერასდროს გააკეთებს, მაძღარ და კმაყოფილ ხალხს ვერავინ გამოიყვანს ქუჩაში

ირაკლი შალიკაშვილი 09 თებ 2021

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge