თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ხალხის პარტიის“ ყოფილი ლიდერი კობა დავითაშვილი მისი ცემის საქმეზე დაიკითხა. დავითაშვილი სასამართლოში ეტლით მიიყვანეს, როგორც მან აღნიშნა, ნერვილობის ფონზე მას რამდენიმე მძიმე დაავადება აქვს. კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილია. თავად დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს, როგორც მან აღნიშნა, სწორედ სააკაშვილის დავალებით განხორეციელდა მასზე თავდასხმა.
კომენტარები