NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კახა კალაძემ საზოგადოებას ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები წარუდგინა

კახა კალაძემ საზოგადოებას ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები წარუდგინა

03 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 599 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, საზოგადოებას თბილისის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებები წარუდგინა.პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში გაიმართა, რომელსაც დარგის ექსპერტები და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კახა კალაძის განცხადებით, ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი მიზანი ქალაქის ეკონომიკის მდგრადი და დინამიური განვითარებაა, რაც, თავისთავად, ხელს შეუწყობს ქალაქისა და მოქალაქეების შემოსავლების ზრდას. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას მაქსიმალური ყურადღება ადგილობრივების დასაქმებას დაეთმობა.

მერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა ძველი თბილისის რეაბილიტაციის ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაზრდაზეც. კალაძის განცხადებით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე, დაახლოებით, 500 მილიონი ლარი დაიხარჯება, რეაბილიტაციის შემდეგი კი კონკრეტული საცხოვრებელი ფართების ღირებულება, სულ მცირე, გაორმაგდება.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება საშუალებას იძლევა თბილისი ტურისტებისთვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს, ქალაქს ტურისტული მიმართულებით უდიდესი პოტენციალი აქვს, რაც, თავისთავად, ბიუჯეტის ზრდაზეც აისახება.

ქალაქის ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას, მერობის კანდიდატმა ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ღამის ეკონომიკის განვითარება დაასახელა. მისი თქმით, ქალაქის ეკონომიკურ პოლიტიკაში ღამის ეკონომიკის განვითარებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

„ეს არის სიახლე, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებას დიდი ყურადღება ეთმობა. სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა არასწორად გაიგო მისი მნიშვენლობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ და განმარტა, რომ  ღამის ეკონომიკის განვითარება ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. „ჩვენი დედაქალაქი არ ჩამოუვარდება არც ერთ განვითარებულ ქალაქს, ყოველი შემთხვევისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ თბილისი იყოს გამორჩეული ქალაქი რეგიონში“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

დედაქალაქის ეკონომიკური პოლიტიკის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება საზოგადოებას დეტალურად გააცნეს კახა კალაძის გუნდის წევრებმა –  ირაკლი ხმალაძემ და ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კახა კალაძე კახი კალაძე 2017-10-03
Tags კახა კალაძე კახი კალაძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სიყვარული ომის დროს (ფოტორეპორტაჟი)

შემდეგი სტატია

“Sex and the City 3” ეკრანებზე აღარ გამოვა

მსგავსი სტატიები

ირაკლი კოვზანაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა

ირაკლი კოვზანაძე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრებს შეხვდა

24 იან 2018
საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს, ვინ შემოუშვას თავის ქვეყნის ტერიტორიაზე და ვინ არა

საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება განსაზღვროს, ვინ შემოუშვას თავის ქვეყნის ტერიტორიაზე და ვინ არა

ირაკლი შალიკაშვილი 01 აპრ 2021

კვირიკაშვილი: ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა

22 სექ 2017

უახლესი ამბები

  • სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

    სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

  • გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

    გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

  • ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

    ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

  • ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

    ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

  • ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

    ირაკლი ზარქუა: რადიკალური ოპოზიციის გასვლა პარლამენტიდან ტრაგედია არ იქნება

  • „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

    „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოსა და სომხეთში გერმანულ პრემიუმ ბრენდს „ლიბჰერს“ წარმოადგენს

  • წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

    წულუკიანი: ევროპულმა სასამართლომ დაამტკიცა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” და ნიკა გვარამიას ჰქონდათ მიტაცებული “რუსთავი 2”

  • პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

    პესკოვი: სამხრეთ ოსეთის შეერთების საკითხი არ განიხილება

  • საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

    საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია

  • აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

    აღმოაჩინეთ სამეგრელო დათო ტურაშვილთან ერთად

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge