NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»კალაძე პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს

კალაძე პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს

03 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 583 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ უსამართლო განცხადებებს დ არასწორ ინფორმაციას, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია, კონკრეტულად, ორივე „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს, რომ თითქოს პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი საჩუქრად გადაეცა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია“, – აცხადებს დედაქალაქის მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია საინვესტიოციო ვალდებულებებით შესაბამის კომპანიას გადაეცა, რომელმაც უნდა მოაწყოს მიწისქვეშა პარკინგი, რაშიც მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

მისივე თქმით, დაახლოებით, ათი ლოკაციაა ქალაქში მონიშნული, სადაც ავტოსადგომები უნდა განთავსდეს და ამათგან ერთ-ერთი სწორედ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაა. მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მიწისქვეშა პარკინგი იმ დანარჩენ ცხრა პარკინგთან ერთად, რომლის გაკეთებაც მომდევნო წლებში იგეგმება.

„ერთის მხრივ, ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ ქალაქში პარკინგის სერიოზული პრობლემაა, მეორეს მხრივ კი ეწინააღმდეგებიან მსგავსი პროექტების განხორციელებას. მიზეზი მარტივია – მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყანაში“, – განაცხადა კალაძემ.

ვიდეომიმართავში თბილისის მერობის კანდიდატმა „პანორამა თბილისისა“ და თაბორის მთაზე მიმდინარე პროექტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, „პანორამა თბილისის“ მშენებლობა, რაზეც 400 მილიონი ამერიკული დოლარი იხარჯება და 15 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვთარებისთვის და ეკონომიკური წინსვლისთვის.

კალაძემ ასევე დეზინფორმაცია უწოდა თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მიწების მითვისების შესახებ ოპონენტების კიდევ ერთ ბრალდებას. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, თაბორის მთაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა მწვანე ნარგავებისთვის, ხოლო იმ პროექტის განხორციელებით, რომელიც ამ ტერიტორიაზე იგეგმება და გულისხმობს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას, ასევე, ულამაზესი მწვანე სივრცის შექმნას, თაბორის მთა გახდება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ევროპაში, სადაც თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა ექნება ავიდეს და განიტვირთოს.

„ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს ქალაქის წინსვლას და განვითარებას. ჩვენ ეკოლოგიასაც მოვაწესრიგებთ, ტარანსპორტსაც მოვაწესრიგებთ, შეიქმნება საპარკინგე სივრცეები. ის ძალიან მძიმე, არსებული ვითარება პარკირებასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს შემოვიდა და კაბალური ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, ჩემი მერობის პირობებში სამართლებრივად დასრულდება. ასევე დავასრულებთ მიდგომებს, რომ მიზანმიმართულად ვრცელდებოდეს დეზინფორმაციები და პასუხის გამცემიც არ იყოს არავინ,  ეს ძალიან საწყენია.  არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ იცრუოს, მოიტყუოს და მოსახლეობაში შეიყავანოს შეცდომაში. მართლა არ ბნელა ქვეყანაში, არ არის მხოლოდ „პარტია რუსთავი 2“, არის სხვა შესაძლებლობებიც, არსებობს ინტერნეტი და სწორი ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კახა კალაძე ქართული ოცნება ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო 2017-10-03
Tags კახა კალაძე ქართული ოცნება ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

შემდეგი სტატია

წულუკიანი „ნაცმოძრაობის“ აქციაზე: ყველა კანდიდატის მიზანია, ხალხზე მოახდინოს შთაბეჭდილება

მსგავსი სტატიები

ქართველი ერის არჩევანი გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

ქართველი ერის არჩევანი გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

სოსო ელისაშვილი 06 მაი 2019
არველაძე: „პარტიის ლიდერად კი არა, ქვეყნის ლიდერად უნდა მოვიდეს“

არველაძე: „პარტიის ლიდერად კი არა, ქვეყნის ლიდერად უნდა მოვიდეს“

26 აპრ 2018

„ვენეციის კომისიას გაუჩნდა ეჭვები, რომ საქართველოს პარლამენტში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის გარკვეული არაფორმალური შეთანხმება,“

17 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

    ვახო მეგრელიშვილი: სამ­წუ­ხა­როდ, ისე­თი კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მე მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ კო­მი­ტე­ტებ­ში, რა­საც შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, არ შე­დის

  • უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

    უფროსი პროკურორი თანამდებობას ტოვებს

  • თამარ გაბუნია: იმ ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც მოხდა პირველივე კვირაში, ვაქცინაციის პროცესზე ძალიან დამაზარალებელი ზეგავლენა იქონია

    თამარ გაბუნია: იმ ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც მოხდა პირველივე კვირაში, ვაქცინაციის პროცესზე ძალიან დამაზარალებელი ზეგავლენა იქონია

  • რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარებს მუდმივი დისლოცირების ადგილზე აბრუნებს

    რუსეთი უკრაინის საზღვრიდან ჯარებს მუდმივი დისლოცირების ადგილზე აბრუნებს

  • კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა

    კიდევ ერთი კომიტეტი შევარჩიე, განათლების კომიტეტთან ერთად ჯანდაცვის კომიტეტის წევრობაც მინდა

  • უნიკალური სახლი მილანში (ვიდეო)

    უნიკალური სახლი მილანში (ვიდეო)

  • “მარგინალი, ჩამოწერილი, წარსულში ჩარჩენილი”

    “მარგინალი, ჩამოწერილი, წარსულში ჩარჩენილი”

  • ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

    ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

  • “როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას”

    “როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას”

  • ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ

    ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე ვსაუბრობთ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge