თბილისის მერიასთან, საპროტესტო აქციის დროს დაკავებულებს დღეს ადვოკატები მოინახულებენ. 6 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით დააკავეს, მათ საქმეს სასამართლო დღეს განიხილავს. ადვოკატი გიორგი ონიანი სამართალდამცველების მხრიდან პროცედურულ დარღვევებსა და სისხლის სამართლის დანაშაულზეც საუბრობენ.
„სასამართლოში წარვადგენთ აბსოლუტურად მყარ პოზიციას, რომ პოლიტიკური ნიშნის გარდა, არანაირ სამართალდარღვევას რეალურად ადგილი არ ჰქონია. არა მხოლოდ დაკავებისას, დაკავების შემდეგ, ამ ადამიანებს პოლიციელებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ძირს წაქცეულებს ურტყამდნენ, უკვე მანქანაში ჩასმულებს ურტყამდნენ და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე მოუწევთ პასუხსიგება კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ ცუდია, რომ ეს არის ხელისუფლების პოლიტიკური ნება“,-განაცხდა ონიანმა.
თბილისის მერიასთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართა. ისინი მერიის მიერ თავისუფლების მოედანზე და თაბორის მთაზე ტერიტორიების გადაცემის საკითხის შეჩერებას მოითხოვდნენ. აქცია სამი საათის განმავლობაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მათ შარტავას ქუჩაც გადაკეტეს. აქციაზე ექვსი პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილების 21 ოქტომბრამდე შეჩერებას ითხოვდნენ.
კომენტარები