NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»NDI-ის სადამკვირვებლო მისია შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

NDI-ის სადამკვირვებლო მისია შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

02 ოქტ 2017 ახალი ამბები, საზოგადოება 327 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

NDI-ის სადამკვირვებლო მისია შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის პირველადი მიგნებები გამოაქვეყნა. ანგარიში 29 აგვისტო-25 სექტემბრის პერიოდს მოიცავს.

საქართველო 21 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს, ძირითადად, წყნარ და მშვიდობიანპირობებში უახლოვდება. პოლიტიკური გარემო პლურალიზმით ხასიათდება დაამომრჩევლებს მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების საშუალება აქვთ. ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებისთვის მზადების პროცესშია, სამოქალაქო საზოგადოება კი აქტიურ სადამკვირვებლო ღონისძიებებს აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები საარჩევნო პროცესებს ენდობიან და გასულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ როგორც უსაფრთხოს, კარგად ორგანიზებულსა და ზეწოლისგან თავისუფალს.

ეს არჩევნებისაქართველოს საშუალებას აძლევს, სანდო არჩევნების ჩატარების დამკვიდრებული პრაქტიკაგააგრძელოს. ჯერჯერობით, იდეებისა და პოლიტიკის გარშემო დებატები და არსებითი განხილვები მცირეა. მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო შემოწირულობების 95 პროცენტი მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებს. “ქართული ოცნება” მედიაშიც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის – სამთავრობო პროექტებისა და მიღწევების გაშუქების გზით. ამის საპირისპიროდ, ოპოზიციური პარტიები რესურსების სერიოზულ ნაკლებობაზე საუბრობენ, რაც მათ კარდაკარის კამპანიის გარდა სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარებაში ხელს უშლის.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სახსრების და რესურსების ასეთი უთანასწორო განაწილება ჯანსაღ შეჯიბრს შეუძლებელს ხდის. პარტიები და კანდიდატები ან ძალიან თავდაჯერებულნი არიან, ან შეგუებულნი გარკვეულ შედეგს. უმეტესად მშვიდობიანი გარემოს მიუხედავად, მარნეულსა და ხობში “ევროპული საქართველოს” წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის რამდენიმე ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ამ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ოპოზიციური პარტიები ასევე პრობლემატურად ასახელებენ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, მმართველის პარტიის მხრიდან დაშინებისა და საარჩევნო კომისიების მიკერძოეული დაკომპლექტების ფაქტებს. თუმცა დაფიქსირებული ხარვეზების მიუხედავად ოპოზიციური პარტიები ფორმალური საჩივრების წარდგენისგან თავს იკავებენ.

ისინი აცხადებენ, რომ საჩივრების განხილვის პროცესს არ ენდობიან და ხშირად კონკრეტული მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ.

“მიუხედავად იმისა, რომ მეტწილად მშვიდობიან საარჩევნო გარემოს მივესალმებით, ძალადობის ერთმა ფაქტმაც კი შეიძლება, საარჩევნო პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს  აუცილებელია, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა ღონე იხმარონ, რათასწრაფად და მიუკერძოებლად დასაჯონ მოძალადეები და ნებისმიერი ტიპის ძალადობისადმინულოვანი ტოლერანტობა გამოიჩინონ“,- აცხადებს NDI.

NDI-ის სადამკვირვებლო მისია შედგება: მისიის კორდინატორისგან, 12 გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლისგან, და ორი ანალიტიკოსიდან, რომლებიც არჩევნების პროცესში დეზინფორმაციის როლსა და საარჩევნო პროცესებში ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას აკვირდებიან.

29 აგვისტო-25 სექტემბრის პერიოდში მისია 64-დან 59 საარჩევნო ოლქს ეწვია და 350-ზე მეტი შეხვედრა გამართა მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

მისიის წევრები ასევე დაესწრნენ კამპანიის ღონისძიებებს, საარჩევნო კომისიის სხდომებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებს. დელეგაცია საქმიანობას საარჩევნო პროცესების დასრულებამდე გააგრძელებს. წინამდებარე ანგარიში ივლისში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო გარემოს შეფასებებს ეყრდნობა, რომელიცხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: www.ndi.org. არჩევნების დღისთვის მისიის წევრებს მოკლევადიანი დამკვირვებლების მაღალი დონის დელეგაცია შემოუერთდება.

NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო ღონისძიებების მიზანია: საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ასპექტის ზუსტი და მიუკერძოებელი შეფასება; ზოგადი პოლიტიკური გარემოს ანალიზი; იმ ფაქტორების შესწავლა, რომელსაც საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერად წარმართვაზე გავლენის მოხდენა შეუძლია; და რეკომენდაციების გაცემა, რომელიც მშვიდობიანი, სანდო არჩევნებისა და პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნის მიღწევას ემსახურება. NDI ყველა საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციისა და მისი თანმდევი საერთაშორისო საარჩევნო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის დაცვით აწარმოებს. ეს დოკუმენტები აღიარებულია 52 წამყვანი საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ. სადამკვირვებლო საქმიანობას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს“,- აღნიშნულია ანგარიშში.

 

კომენტარები

NDI ანგარიშს აქვეყნებს აქვეყნებს სადამკვირვებლო ანგარიში 2017-10-02
Tags NDI ანგარიშს აქვეყნებს აქვეყნებს სადამკვირვებლო ანგარიში
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

10 მიზეზი რაც ქალებს გარეგნულად აბერებს

შემდეგი სტატია

სექტემბრის თვის საუკეთესო ფოტოები Instagram-ზე

მსგავსი სტატიები

სუბარი:  „ქართულ ოცნებას“ ყველა თავისი შემოსავალი დეკლარირებული აქვს

13 სექ 2017

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს

20 სექ 2017
დავით სერგეენკომ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი მოინახულა

დავით სერგეენკომ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი მოინახულა

18 თებ 2019

უახლესი ამბები

  • თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

    თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ …

  • გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

    გეითსი: ამისგან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. შემდეგი პანდემია შეიძლება ათჯერ უარესი იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

  • მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

    მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

    ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა, არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება რაც არარეალურია

  • მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

    მნიშვნელოვანია, რომ აჭარა სრულად გავხსნათ, დავაკვირდეთ პროცესებს და დადებითობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს, 3%-ზე ნაკლები

  • ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

    ბიზნესს სურს, ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებულები ვართ – ფრთხილი ნაბიჯებია გარანტია, რომ 1 თვის თავზე არ მოგვიწევს ისევ რომელიმე სფეროს დაკეტვა

  • სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

    სასურველია, ოპოზიციამ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და ჩვენ ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ვუყრით კენჭს მათ განცხადებებს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

  • მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

    მოლაპარაკების გაგრძელებას სადეპუტატო მანდატები არ სჭირდება

  • რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

    რაც უფრო სწრაფად დააკმაყოფილებს “ოცნება” ამ განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს ერთპარტიულ და ერთფრაქციულ პარლამენტს

  • გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

    გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, კორუფციაში ჩართვის შემთხვევაში ყველას კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge