- ალბათ ეს სიმღერა 2017 წლის მთავარი ჰიტი იყო. სიმღერას Despacito 3,9 მილიარდი ნახვა აქვს. სიმღერის პოპულარობას ჯასტინ ბიბერთან კოლაბორაციამაც შეუწყო ხელი. ამერიკელმა არტისტმა ორიგინალი ესპანური ვერსიის ამერიკულთან მიქსი შექმნა.
- 3,1 მილიარდით მეორე ადგილზეა სიმღერა See you again, რომელიც ფილმ “ფორსაჟი 7-ის” საუნდრეკია და ასევე ფილმის მთავარი გმირის პოლ უოკერის ხსოვნას ეძღვნება.
- Gangnam Style პირველი ვიდეო კლიპი იყო, რომელიც ვირუსულუად მოედო მსოფლიოს და 2012 წელს ყველა ასაკისა თუ ინტერესის ადამიანი აალაპარაკა. დღეს ვიდეოს 2,9 მილიარდი ნახვა აქვს.
- ჯასტინ ბიბერის Baby-ს პოპულარობა ამერიკელი მომღერლის 2015 წლის სიმღერამ ჩაანაცვლა. ვიდეო კლიპი Sorry 2,7 მილიარდი ნახვით მოწინავე პოზიციებზეა.
- პოპ სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი მომღერლის, ბრუნო მარსის 2014 წლის ჰიტი Uptown Funk, 2,6 მილიარდი ნახვით მოწინავე პოზიციებზეა.
- ბევრი კამათობს ახალგაზრდა მომღერლის ნიჭსა თუ შესაძლებლობებზე. თუმცა ტეილორ სვიფტი გამოირჩევა ძვირადღირებული ვიდეო კლიპების გადაღებებით. მომღერლის 2014 წელს გამოშვებულმა ვიდეომ დღემდე 2,3 მილიარდი ნახვა მოაგროვა.
- ქართველები კარგად იცნობენ ესპანელ მომღერალ ენრიკე იგლესიასს, არა მხოლოდ მისი ჰიტებით, ასევე ბათუმელი გოგონას სცენაზე კოცნით. თუმცა მომღერალი 22 წელია მუსიკალურ კარიერას იქმნის და 2014 წელს გამოშვებული ვიდეო კლიპით Bailando-მ 2,3 მილიარდზე მეტით მე-7 ადგილზეა.
- წელს გამოშვებულმა ედ შერანის ვიდეო კლიპი Shape of You მსოფლიოში 2,4 მილიარდმა ადამიანმა ნახა.
- Maroon 5-ის სიმღერა Sugar ქორწილისა და მზიარული შეკრებების მთავარი ჰიტი იყო 2015 წელს. ვიდეო კლიპს დღეს 2,3 მილიარდი ნახვა აქვს.
- 2,2 მილიარდი ნახვა აქვს 2013 წელს გამოშვებულ ქეითი ფერის სიმღერას Roar.
კომენტარები