NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»მნიშვნელოვანი»პორტუგალიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის საქართველოში მოწვევა მიიღო

პორტუგალიის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილის საქართველოში მოწვევა მიიღო

02 ოქტ 2017 მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 836 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი  მარგველაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება.მარგველაშვილმა პორტუგალიის პრეზიდენტს მარსელო რებელო დე სოუზას გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

“ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით გამოვხატო ის აღტაცება, რომელიც მე და დელეგაციის წევრებს გვაქვს თქვენს მშვენიერ ქვეყნაში სტუმრობისას.ჩვენ შევხვდით ბრაზილიაში შარშან და მაშინვე ნათლად დავინახე, რომ უაღრესად ბევრი შეგვიძლია გავუზიაროთ ერთმანეთს, უაღრესად ბევრი შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ხალხებს მივცეთ მეტი და ახალი შესაძლებლობები.ბატონო პრეზიდენტო, მინდა ხაზგასმით მადლობა გამოვხატო თქვენს და, ასევე პორტუგალიის ხელისუფლების მიმართ იმ სტაბილური მხარდაჭერისათვის, რომელსაც ჩემი სამშობლო 25 წელიწადია იღებს თქვენი ქვეყნისგან მთავარ საკითხებზე, რომელიც ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსს ეხება – იქნება ეს ნატო-ში ინტეგრაცია, ევროინტეგრაციის პროცესი, მყარი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული სუვერენიტეტისა, რომელიც ჩვენი მეზობელი რუსეთის მიერაა შელახული. ყველა ამ საკითხზე ჩვენ პორტუგალიისგან გვაქვს მტკიცე, პრინციპული მხარდაჭერა და მე მადლობელი ვარ ამისათვის.

 

Image may contain: 2 people, people smiling, people standing and suit

 

დარწმუნებული ვარ, რომ დიდ პოტენციალს, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკის, კულტურის, სამეცნიერო გაცვლის, ტურიზმის თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტი გასაქანი მიეცემა, როდესაც თქვენ ჩამობრძანდებით საქართველოში.მე დღეს თქვენ გითხარით, რომ მე ვარ ყველაზე აღმოსავლური ევროპის ქვეყნიდან ჩამოსული ევროპის ყველაზე დასავლეთ ქვეყანაში.მე ვფიქრობ, რომ ეს კავშირები ყველაზე დასავლურ ევროპულ ქვეყანასა და ყველაზე აღმოსავლურ  ევროპულ ქვეყანას შორის კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს.

ბატონო პრეზიდენტო მე მაქვს შესაძლებლობა მადლობა გითხრათ თქვენ,  თანამშრომლობის იმ სულისკვეთებისათვის, რომელსაც შეუძლია ჩვენი ხალხებისთვის უკეთესი შესაძლებლობების გახსნა და ამავე სულისკვეთებით იმედი გამოვხატო, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.დიდი მადლობა გულითადი მხარდაჭერისა და ამ მასპინძლობისთვის”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პორტუგალიის პრეზიდენტმა მიიღო გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურებით ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირები ღრმავდება.

კომენტარები

გიორგი მარგველაშვილი მარსელო რებელო დე სოუზა პორტუგალია პრეზიდენტების პრეზიდენტი შეხვედრა 2017-10-02
Tags გიორგი მარგველაშვილი მარსელო რებელო დე სოუზა პორტუგალია პრეზიდენტების პრეზიდენტი შეხვედრა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სასამართლომ ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

შემდეგი სტატია

“სამეფო კარის თამაშების” მეშვიდე სეზონმა რამდენიმე რეკორდი მოხსნა

მსგავსი სტატიები

“უმუშევრობა დრამატულად შემცირდა და სამუშაო ადგილები გაიზარდა” – საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებას ეხმაურება

“უმუშევრობა დრამატულად შემცირდა და სამუშაო ადგილები გაიზარდა” – საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებას ეხმაურება

ირაკლი შალიკაშვილი 03 ივნ 2019
ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

ხატია დეკანოიძე: მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკისგან განცალკევება წამოუდგენელია

ირაკლი შალიკაშვილი 10 აგვ 2022
პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებსა და ქვეყნის მოსახლეობას ხვალ მიმართავს

პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან დეპუტატებსა და ქვეყნის მოსახლეობას ხვალ მიმართავს

ნინო ჩხეიძე 13 მარ 2022

უახლესი ამბები

  • სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

    სალომე ზურაბიშვილი: არავინ აღარ და ვერ დამბლოკავს, რაც შემიძლია ყველა ზომას მივიღებ, რომ წინ წავიდეთ ევროინტეგრაციის გზაზე – 18 აპრილს ევროპარლამენტარების წინაშე მექნება გამოსვლა

  • მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

    მედია: ბოსნიის „რეპუბლიკა სრპსკას“ მთავრობამ დაამტკიცა უცხოელი აგენტების შესახებ ზომები, რომლებიც სადავო „რუსულ კანონის“ ანარეკლია

  • რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

    რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ სოლოვიოვი გაგრაში ჩავიდა

  • მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

    მედია: რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

  • რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

    რისმაგ გორდეზიანი: არ მახსენდება მინისტრი, რომლის “მკაცრი ხელის” გამო, სტუდენტებს თავიანთ პრინციპებზე ხელი აეღოთ

  • თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

    თაკო ჩარკვიანი: მე ვხედავ, რომ ისე მიდის პროცესი, შეიძლება მანდატების დატოვება მოგვიწიოს, მაგრამ …

  • ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

    ჟოზეფ ბორელი: ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს – ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს

  • მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

    მონაკოს სამეფო ოჯახში კვლავ განხეთქილებაა

  • სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

    სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე: რაც იქნება და როგორც იქნება, თავის დროზე გეტყვით

  • საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

    საინტერესო ფაქტები ყვითელი ფერის შესახებ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge