პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დარეგისტრირდება. აღნიშნული დოკუმენტი მთავრობამ პარლამენტს ორი დღის წინ წარუდგინა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, სხდომის შემდეგ დოკუმენტი კომიტეტებს გადაეცემა, დასკვნების მოსამზადებლად დრო დეპუტატებს 20 ოქტომბრამდე ექნებათ, რის შემდეგაც პროექტი შენიშვნებით მთავრობას დაუბრუნდება. მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება პლენარულ სხდომაზე დეკემბერში იგეგმება.
„მთავრობამ წარუდგინა პარლამენტს ბიუჯეტის კანონის პროექტი და ბიუროს სხდომაზე კანონპროექი გადაეცემა კომიტეტებს. 20 ოქტომბრამდე უნდა განიხილონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტის კანონპროექტი, მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი დასკვნები და უკვე ეს დასკვნები გადაეგზავნება ისევ მთავრობას, რათა გადამუშავებული ბიუჯეტის პროექტი იქნეს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში“,-განაცხადა კახიანმა.
კომენტარები