პირველადი ინფორმაციით, ლას-ვეგასში მომხდარი თავდასხმის შედეგად მინიმუმ 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 24 დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ მუსიკალურ ფესტივალზე დამსწრეებს ერთმა, ან რამდენიმე თავდამსხმელმა ავტომატური იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი. სროლა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.
BBC-ის ინფორმაციით, საკმაოდ მძიმედ შეიარაღებულმა პოლიციამ ინციდენტის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა.
კომენტარები