კატალონიის პრეზიდენტის კარლოს პუჩემონტის განცხადებით, რეგიონმა მოიპოვა სახელმწიფოს ქონის უფლება. როგორც BBC წერს, წინასწარი შედეგებით რეფერენდუმზე ხმის მიმცემთა 90%-მა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმზე, რომელიც ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ არალეგიტიმურად ცნო, კატალონიის ამომრჩეველთა 42,3% მივიდა.
ცენტრალური ხელისუფლება რეფერენდუმის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდა. პოლიციამ რამდენიმე ასეული უბანი ძალის გამოყენებით დაიკავა. პოლიციისა და ადგილობრივების დაპირისპირებისას 800-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა.
„ჩემი მთავრობა, რამდენიმე დღეში რეფერენდუმის შედეგებს კატალონიის პარლამენტს გადაუგზავნის, რომელიც შემდეგ კანონის ფარგლებში იმოქმედებს“, – განაცხადა პუჩემონტმა.
როგორც ცნობილია, მადრიდი რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს. გუშინ, ქვეყნის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ „რეფერენდუმი“ დემოკრატიის დაცინვაა. მანვე მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას მოლაპარაკების მაგიდაზე დასხდნენ.
კომენტარები