NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თეა წულუკიანი მერობის კანდიდატებს აფრთხილებს

თეა წულუკიანი მერობის კანდიდატებს აფრთხილებს

02 ოქტ 2017 ახალი ამბები, პოლიტიკა 451 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, კანდიდატებსა და მხარდამჭერებს, რომლებიც მოხსნილნი არიან რეგისტრაციიდან ან მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი, რომ დარჩენილი რამდენიმე დღე გამოიყენონ საცხოვრებელ მისამართებზე რეგისტრაციისათვის, რათა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ეს განცხადება მინისტრმა დღეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომაზე გააკეთა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიუხედავად 2017 წლის თებერვალში დაწყებული აქციისა, არაერთ ამომრჩეველს, მათ შორის, მერობის კანდიდატებსაც კი, რეგისტრაციის ადგილი არ აქვთ მითითებული სამოქალაქო რეესტრის ბაზებში, რამაც შესაძლოა, არჩევნების დღეს მათ პრობლემები შეუქმნას. ამ ხარვეზის გამოსწორება საქართველოს მოქალაქეებს 5 ოქტომბრამდე შეუძლიათ, რადგან 5 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცესკო-ს საქართველოს მოქალაქეთა ბაზას გადასცემს, რაც საარჩევნო სიის შედგენის მთავარი საფუძველია.

„ცხადია, პირადი მონაცემების დაცულობის გამო ვერ დავასახელებ, მაგრამ არიან მერობის კანდიდატები, რომლებიც უმისამართოდ არიან რეგისტრირებულნი და როგორც მათ, ისე მათ ამომრჩეველს, მოვუწოდებ, გაასწორონ ხარვეზი დოკუმენტებში, რადგან მათ შესაძლოა, საკუთარ თავს და სასურველ პარტიას ვერ მისცენ ხმა”, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

აქვე მინისტრმა საარჩევნო სიის დაზუსტებისათვის გაწეული საქმიანობის ერთ კონკრეტულ შედეგზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, კომისიას მინისტრმა დოკუმენტის გარეშე პირებისთვის 2017 წლის თებერვალში გამოცხადებული უფასო პირადობის მოწმობების აქციის შედეგები მოახსენა. თეა წულუკიანის განცხადებით, დღემდე 62000-მა უსაბუთო მოქალაქემ აიღო პირადობის დამადასტურებელი საბუთი უფასოდ და, შესაბამისად, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

მისივე თქმით, სხვა არაერთ ღონისძიებასთან ერთად, ეს აქციაც სპეციალურად საარჩევნო სიის დაზუსტების მიზნით 2017 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს.

 

კომენტარები

არჩევნები აფრთხილებს თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი კანდიდატები რეგისტრაცია 2017-10-02
Tags არჩევნები აფრთხილებს თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრი კანდიდატები რეგისტრაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

წულუკიანი საარჩევნო სიებთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს

შემდეგი სტატია

პრემია „საბას” გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

მსგავსი სტატიები

ბახტაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ

ბახტაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ

16 ივლ 2018

ცხინვალიდან გათავისუფლებული სასულიერო პირი შიდა ქართლის პოლიციაში დაკითხეს

06 თებ 2019
თავდაცვის დეპარტამენტი: საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

თავდაცვის დეპარტამენტი: საქართველო უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

25 მაი 2018

უახლესი ამბები

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

  • “ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი”

    “ქართველი ტყვეების მიმართ არასათანადო მოპყრობა აღქმულ უნდა იქნას როგორც წამების აქტი”

  • ალეკო ელისაშვილი მზად არის შეხვდეს “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით

    ალეკო ელისაშვილი მზად არის შეხვდეს “ქართულ ოცნებას” საჯაროდ, ტელეკამერების თანდასწრებით

  • განმეორებით თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას საფუძველი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ უნდა შეუქმნას

    განმეორებით თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას საფუძველი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ უნდა შეუქმნას

  • გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

    გიგა ბოკერიას განცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს შეიძლება ბოიკოტი გამოუცხადონ, გასაკვირი არ არის, მათი პარტიის რეიტინგი მილევად რეჟიმშია

  • ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

    ბაიდენს რომ ვუსმენდი, მეგონა, ჩვენი პროგრამა ჰქონდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge